- ასეთი დაღვრემილი რატომ ხარ?- კითხულობს ჰოსოკი და ჭიქა ყავას უდგამს.
- დავიღალე, ტვინი აღარ მიმუშავებს,- თმებში ხელს იცურებს და თავს მაგიდაზე არტყამს,- ვერ ვაზროვნებ, გეფიცები მალე ტირილს დავიწყებ.
- ისევ თეჰიონი, არა? ნამდვილი მონსტრია,- ოხრავს ჰოსოკი.
- სპეციალურად აკეთებს, რომ მაწამოს. სხვა ახსნას ვერ ვუძებნი ამ ყველაფერს.
- დაგეხმარები ხვალინდელ დომუმენტებში, ისევე, როგორც ჯიმინი. ამაზე არ იდარდო, აი თეჰიონი კი სიტყვას ვერ იტყვის. ხანდახან ძალიან ზედმეტი მოსდის და ავიწყდება, რომ ადამიანები ვმუშაობთ აქ და არა რობოტები,- ატრიალებს თვალებს ჰოსოკი.
- რა ბრძნული წინადადება იყო,- იცინის იუნგი და ყავას სვამს,- საიდან იცოდი, რომ ტკბილი
მიყვარდა?
- იმდენ მწარე სიტყვას ამბობ, ვიფიქრე ეგ ენას მოგიტკბობდა ცოტას,- ხითხითებს ჰოსოკი.
- იუნგი,- ესმის თეჰიონის ხმა კაფეტერიის შესასვლელთან,- გამომყევი.
ისეთი ხმით ამბობს, რომ ხელში არსებული ჭიქა უვარდება. დაბნეული დგება ფეხზე, ჰოსოკს თვალით რაღაცას ანიშნებს და დაღვრემილი გადის კაფეტერიიდან, როგორც ყოველთვის, თეჰიონმა ისევ ჩააშხამა დღე.
- გისმენთ,- უკან მიჰყვება უფროსს, რომელიც მშვიდად მიუყვება გზას.
- სახლში მივდივართ,- მანქანის გასაღებს ესვრის და კარებთან ჩერდება.
- სახლში? სად სახლში?- ფხიზლდება უცებ იუნგი,- მე რომ საქმე მქონდა?
- ჩემთან, სახლში. მაგას ხვალ მიხედავ,- წარბებს ქაჩავს თეჰიონი,- რას ელოდები?
მანქანის კარებზე უჩევენებს და იუნგიც უკმაყოფილოდ აღებს. საჭესთან იკავებს ადგილს და მოჟამული სახით შეჰყურებს უფროსს. რომ შეეძლოს დიდი სიამოვნებით ჩამოაგდებდა სადმე უდაბნოში, უკან დაბრუნება რომ ვერ შესძლებოდა ისე.
YOU ARE READING
El Mismo Sol
Action- დღეს რა განრიგია?- ისმის მისი ხმა და იუნგი ისევ იბნევა. - მე მეუბნებით?- უთითებს საკუთარ თავზე. - აბა სხვა ვინმეს ხედავ ოთახში?- წარბებს კრავს ალფა და აშკარად შეინიშნება გაღიზიანების ნოტები მის ხმაში. - რავიცი... იქნებ მანეკენი,- ლუღლუღებს იუნგი...
