ჯონგუკი ოთახში რომ შედის, იუნგი საწოლში არ ხვდება. არადა ჯერ მხოლოდ დილის ევა საათია, როგორც ჩანს ადრე წავიდა სამსახურში.
- თან რომ არც ეზარება,- ბუზღუნებს და ისევ ოთახში ბრუნდება, რომ ძილი გააგრძელოს.
იუნგი უკვე საათზე მეტია მაგიდასთან ზის ოფისში და ლეპტოპის ეკრანს აჩერდება. რამდენჯერაც კონტრაქტის კითხვა დაიწყო, იმდენჯერ გუშინდელი კოცნა გაახსენდა და თითებმა მოძრაობა შეწყვიტეს. ეკრანი კი გაივსო ხან ძახილის ნიშნებით, ხან კი წერტილებით.
- იდიოტი,- უკვე მერვედ იწყებს მის ლანძღვას, მაგრამ დაგეგმილი აქვს, რომ უბრალოდ გაატაროს და ყურადღება არ მიაქციოს. თეჰიონი კაბინეტში შემოდის, იუნგის რომ ხედავს ცალყბად იღიმის და უახლოვდება.
- ადექი, მივდივართ,- იუნგი გაოცებული წევს თავს და ქვევიდან აჩერდება,- რა? სად მივდივართ?
- შეხვედრაზე, მერე საჭმელად,- მხრებს იჩეჩს და კარებისკენ მიდის,- შენ ატარებ.
გასაღებს ჰაერში ესვრის და უჩინარდება, იუნგი ტუჩს ღრეცს, ამჟავებული სახით მიჰყვება უკან. კიბეებით ჩადის, რომ ლიფტში მასთან ერთად დგომა არ მოუწიოს, ვინ იცის, იქნებ გუშინდელი გაიმეორის. ამჯერად არც ჩანთა აქვს და არც რამე მსგავსი, რომ ყბა გაუნგრიოს.
- დროზე,- უყვირის მანქანასთან მდგარი. წინ დაჯდომასაც არ კადრულობს, პირდაპირ უკანა სავარძელზე კალათდება, ღვედსაც იკრავს.
- თითქოს ტაქსის მძღოლი ვიყო,- ატრიალებს თვალებს და საჭესთან იკავებს ადგილს. ტელეფონში ლოკაციას აგდებს და უკანა ხედვის სარკეში თეჰიონს აკვირდება, კმაყოფილი ღიმილით რომ ფანჯრიდან ათვალიერებს ყველაფერს. იუნგის ბრაზი კიდევ უფრო აწვება, გუშინდელის მერე ვერ ხვდება ასე მშვიდად როგორ არის, ან თავად რატომ ბრაზდება ასე ძალიან ამ ყველაფერზე.
- წავედით, წავედით,- ისმის მისი ხმა უკნიდან და ხელითაც ანიშნებს ომეგას. გაბრაზებული იუნგი მთელი ძალით აწვება გაზის პედალს, თეჰიონი ზედ სავარძელს ეკვრის და აღიარებს, რომ ამ წამს შეეშინდა,- ცოტა ნელა იარე, არ გვეჩქარება ისე, ცნობისთვის.
YOU ARE READING
El Mismo Sol
Action- დღეს რა განრიგია?- ისმის მისი ხმა და იუნგი ისევ იბნევა. - მე მეუბნებით?- უთითებს საკუთარ თავზე. - აბა სხვა ვინმეს ხედავ ოთახში?- წარბებს კრავს ალფა და აშკარად შეინიშნება გაღიზიანების ნოტები მის ხმაში. - რავიცი... იქნებ მანეკენი,- ლუღლუღებს იუნგი...