თეჰიონი როგორღაც ახერხებს სახლში მისვლას და გამოცვლას, იუნგი კი ცნობისმოყვარედ დაიარება აქეთ - იქით.
- ეი, შენ,- ისმის ოთახიდან ალფის ხმა,- მოდი აქ.
- მე?
- აბა სხვა ვინმე არის აქ?- წარბებს კრავს თეჰიონი და ტანსაცმელებს საწოლზე ყრის.
- მე სახელი მაქვს, ბატონო თეჰიონ. იუნგი,- ცხვირს იბზუებს მინი,- ი უ ნ გ ი, იუნგი, მინ იუნგი მქვია, ბატონი თეჰიონ, მინ იუნგი.
- კიდევ ერთხელ იტყვი და...
- იუნგი გისმენთ,- იკრიჭება და ხელებს მკერდზე იწყობს,- რა გნებავთ? რატომ მეძახდით?
თეჰიონი ჰაერს ღრმად ისუნთქავს, ამ ბიჭს ნერვების მოშლა კარგად გამოსდის, სისხლში უზის.
- ესენი ჩაიცვი, ეგ შეგიძლია ნაგავში გადააგდო,- უჩვენებს სპორტულებზე და თავად სააბაზანოში შედის.
- თქვენი ტანსაცმელები რატომ უნდა ჩავიცვა?- წარბებშეკრული უყურებს და მისკენ ბრუნდება.
- შეგიძლია საერთოდ არ ჩაიცვა და შიშველმა წამოხვიდე სამსახურში,- მხრებს იჩეჩს და კარებს იკეტავს. იუნგი ბუზღუნით, მაგრამ მაინც იცვამს ყველაფერს, საკუთარ თავს აკვირდება სარკეში. მაისურიც და შარვალიც ცოტათი დიდი აქვს, ერთადერთი ფეხსაცმელი ერგება ზუსტად. როგორც ჩანს ერთი ზომის ფეხი აქვთ. იუნგი უკვე მშრალ და აფუებულ თმებს უკან იწევს და ჩუმად, თეჰიონის უკითხავად მის უჯრაში იქექება და თმის ზეთსაც კი პოულობს, რომელიც ახლა ასე ძალიან სჭირდება, რომ ზღარბივით აფხორილი ღერები დააოკოს,- რას აკეთებ?
თეჰიონის ხმაზე ხტება და ბოთლი ხელიდან უვარდება. ქვედა ტუჩს კბენს, თითქოს რამე სერიოზულაი გამოიჭირეს, ეს ხომ თმის ზეთია, უბრალოდ თმის ზეთი, რომელიც შეიძლება ძალიან ძვირი ღირდეს და იუნგის ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვს.
- უბრალოდ ვცდილობდი ჩემი თმები მომეთვინიერებინა,- ისე ხმადაბლა ამბობს, თავადაც ძლივს ესმის,- რომ დამიძახეთ შემეშინდა და...

YOU ARE READING
El Mismo Sol
Action- დღეს რა განრიგია?- ისმის მისი ხმა და იუნგი ისევ იბნევა. - მე მეუბნებით?- უთითებს საკუთარ თავზე. - აბა სხვა ვინმეს ხედავ ოთახში?- წარბებს კრავს ალფა და აშკარად შეინიშნება გაღიზიანების ნოტები მის ხმაში. - რავიცი... იქნებ მანეკენი,- ლუღლუღებს იუნგი...