17. una y otra vez

384 48 9
                                    

იუნგი აბაზანიდან რომ გამოდის, ლასლასით მიიწევს საწოლისკენ და ზედ ეცემა. ოხრავს, ისე სტკივა ყველაფერი, თავს საშინლად გრძნობს, უკვე ძალიან დაიღალა. რამდენი დღეა ნორმალურად არც სძინებია. ბალიშს ეკვრის და ათამდე დათვლაც არ სჭირდება, რომ მაშინვე ითიშება. საუბედუროდ, დაახლოებით დილით ოთხ საათზე უცნაური ხმა ჩაესმის. თითქოს სიზმარია, მაგრამ თან არა. წარბებს კრავს და მეორე მხარეს ბრუნავს, ფაჩუნი ისმის, თვალებს ოდნავ ახელს და კივილით იწევა, როცა მოჩვენებასავით მდგარ ჯონგუკს ხედავს კარებში.

- შიგ ხომ არ გაქვს, დეგენერატო, გული გამიხეთქე,- ყვირის ბოლო ხმაზე კვლავ და აჩქარებულ გულზე იდებს ხელს.

- შენს შეყვარებულს უთხარი წაეთრიოს აქედან ან კარები გაუღე,- ღრინვით ამოთქვამს და ჩაშავებულ უპეებს ანათებს,- უკვე ნახევარი საათია მანდ დგას, მკვდარივით როგორ გძინავს, რომ ვერაფერი გაიგე?

- კარგი, ბოდიში,- დგება შეწუხებული სახით, თვალებს იფშვნეტს, ნორმალურად ვერ გადახარშა რა თქვა ჯონგუკმა, მაგრამ კითხვასაც აზრი არ აქვს, რადგან ოთახის კარები გაიჯახუნა და საწოლში დაბრუნდა. მისაღებში გასულს მიმწყდარი კაკუნის ხმა ადგილზე ახტუნებს. უკითხავად აღებს და კარზე მიყრდნობილ თეჰიონს რომ ხედავს, ბოლომდე ფხიზლდება.

- კარებს ყველას ასე უღებ ხოლმე?- ნაცემი წევს თავს.

- შენ ვინ გეკითხება?- წარბებშეკრული კითხულობს და უკან იწევა.

- იქნებ მანიაკი იყო?- იუნგი ცალყბად იღიმის და კარს უკან პატარა მაგიდაზე შემოდებულ ვაზას აჩვენებს.

- აქამდე ცხრაჯერ გაგიტეხავდი თავს,- კმაყოფილი ამოთქვამს და ხელს უწვდის,- ეს არის შენი ' ყველას ძვლებში დავლეწავ'? მგონი აქეთ დაგლეწეს.

- ნუ, ისინიც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, უბრალოდ...- დაჯდომის გამო გვერდები სტკივდება. იუნგიმ საკუთარ ოთახში შეიყვანა, ჯონგუკი ხმაურს რომ არ შეეწუხებინა,- უბრალოდ ვიღაცები დაემატნენ და ის ნაბიჭვარი გაიქცა.

El Mismo SolWhere stories live. Discover now