20. Qué es lo que tengo

535 55 21
                                    

კოცნა დიდხანს არ გრძელდება, უჰაერობის გამო ერთმანეთს სცილდებიან. იუნგი ღრმად სუნთქვას, თეჰიონი კი უკან იხევს და ომეგის საწოლზე წვება. თითქოს რაღაც დეპრესიის მსგავსი დაემართა, მაგრამ იუნგის უკვე აღარ სჯერა ის, რომ შესაძლოა თეჰიონი სონჰუნთან მომხდარის გამო იყოს ასეთ დღეში. ფანჯარას კეტავს, ფარდებს აფარებს, მას უახლოვდება, საწოლზე მიბობღავს და როგორღაც კომფორტულად თავსდება.

- რა მოხდა?- ჩურჩულებს და ნელ - ნელა მისკენ მიჩოჩავს,- ასეთ ხასიათზე რატომ ხარ?

- ახლა არ მინდა ამაზე საუბარი,- ესმის მისი ჩამწყდარი ხმა,- აქ დავიძინებ.

- კარგი,- საბანს აფარებს და ისიც მის გვერდით წვება. არ იცის რა გააკეთოს, უბრალოდ მხარზე ხელს ადებს, რამდენჯერმე უტყაპუნებს, სანამ მის თითებში თეჰიონი არ ხლართავს ხელს და თავისკენ არ ექაჩება,- სულ გაყინული ხარ.

- ვერ დავიძინე, ვერც აბაზანამ მიშველა.

- ოხ თეჰიონ,- ხელს კისერზე უცურებს და თავზე ეფერება,- დაიძინე მაშინ. გაგათბობ.

იუნგი დუმს, თეჰიონს კი ცოტახანში მართლა ეძინება. ორივე აღიარებს, რომ ასე კომფორტულად დიდი ხანია არ უძინიათ. მიუხედავად იმისა, რომ მალე თენდება, ვერცერთი გრძნობს ამას, რადგან ფარდები მზის სხივებს შემოჭრის უფლებას არ აძლევს. თეჰიონს არც თავისი ტელეფონი აქვს შემოტანილი. ჰოსოკი და თანამშრომლები წასვლას აპირებენ, მაგრამ ალფა ცარიელ ოთახს რომ ხედავს, მაშინვე ხვდება რაშიცაა საქმე, ამიტომაც აღარ აწუხებს, წერილს უტოვებს მესიჯის სახით და სასტუმროს ტოვებს.

დაახლოებით შუადღის თორმეტი იქნებოდა, ჰოსოკი სეულში რომ ჩამოვიდა. სახლში ავიდა დაღლილი და შხაპი მიიღო, ჯონგუკს მესიჯი კი გაუგზავნა, მაგრამ ომეგას არაფერი მოუწერია. მეტიც, არც კი შემოსულა, რაც ცოტა არ იყოს ეუცნაურა კიდეც, მაგრამ ფიქრობს შეიძლება რაღაც საქმე გამოუჩნდა. ამიტომაც შუადღემდე დროს სახლში ატარებს, შემდეგ კი კომპანიაში მიდის რაღაცების მოსაგვარებლად. გადაწყვეტილი აქვს, რომ თუ ჯონგუკი მანამდე არ უპასუხებს, სახლში მიაკითხავს, რადგან დარეკვის დროს ზარი გადის, მაგრამ არავინ იღებს.

El Mismo SolWhere stories live. Discover now