2. ¿todavia tu?

430 50 17
                                    

ჯონგუკი მთელი დილაა იუნგის გაღიზიანებას ცდილობს, ეს უკანასკნელი კი დივანზე წევს გვერდულად და ხმაჩაგდებულ ტელევიზორს აჩერდება, რამდენიმე წარწერას კითხულობს, შემდეგ ისევ ფიქრებში იკარგება. აქ ჩამოვიდა, ახლა სამუშაო უნდა იპოვოს. თუ ვერაფერს ნახავს, ისევ უკან მოუწევს დაბრუნება და ფერმაში მიშაობა, ძლივს დააღწია იქიდან თავი და ახლა ისევ იქ დაბრუნება ნამდვილად არ უნდა.

რამდენიმეგან გააგზავნა სივი გუშინ, წესით რამდენიმე წუთში მესიჯიც უნდა მოუვიდეს გასაუბრებასთან დაკავშირებით. ჯერ დიდ ფირმებს ცდის, აი შემდეგ კაფეებზე გადავა, იმედს იტოვებს, რომ რომელიმეს უმცროსი ასისტენტი მაინც დასჭირდება.

- აბა, რა ქენი? არ მოუწერიათ?- ტოსტით ხელში გამოდის ჯონგუკი და ერთს იუნგის აწვდის.

- ჯერ არა, მაგრამ ვფიქრობ... აი, მომწერეს,- ხმაზე საუბარს წყვეტს და ტელეფონს ხელში აფრიალებს, პირველმა სამმა უარით გამოისტუმრა, ხოლო მეოთხემ კი გასაუბრებაზე დაიბარა,- მხოლოდ ერთია.

- უი, არაუშავს, წადი და მუხლებში ჩაუვარდი, იქნებ დამლაგებლად მაინც აგიყვანონ,- ფხუკუნებს ომეგა და თითებს ილოკავს.

- ახლა იატაკს შენით მოვწმინდავ ენას თუ არ გააჩუმებ,- ღრინვით ამოთქვამს და ფეხზე დგება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო თორმეტ საათში დაასკვნა, ჯონგუკი ცოტა აფრენს, მაინც რაღაც ჭკვიანურს იტყვის ხოლმე ხანდახან. იუნგიმ იცის, რომ ეს სამუშაო ძალიან სჭირდება, ამიტომაც ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის მისაღებად.

ტანსაცმელს იცვლის, თმებს ლამაზად იყენებს და თავის ნივთებს ხელს ავლებს. შემდეგ ისევ შემოსასვლელში ბრუნდება.

- აბა, კარგად გამოვიყურები, ხო? ვიცი. წავედი, წარმატებები მისურვე, საღამოს დამირეკე და წამოვოღებ ყველაფერს,- ყვირილით გარბის დერეფანში და კარებს იჯახუნებს. ჯონგუკი რამდენიმე წუთით ჩაფიქრებული იყურება, ბოლო ლუკმას პირში იტენის და თავის ქნევით გადის სამზარეულოში.

El Mismo Solحيث تعيش القصص. اكتشف الآن