10. no te vayas

467 54 31
                                        

თეჰიონს ახლა შეუძლია ღრმად ამოისუნთქოს, რადგან გადაღებები დასრულდა, ამჯერად მანქანაში ელოდება ჰოსოკსა და ჯიმინს. იუნგიმ დაიჟინა, რომ თავად წავიდოდა სახლში, ამიტომაც უარი განაცხადა მათთან ერთად მგზავრობაზე.

- როგორი დაღვრემილი ხარ დღეს?- ამჩნევს ჯიმინი და მხარზე ეხება,- რამე მოხდა?

- არაფერი, უბრალოდ დავიღალე,- ოხრავს თეჰიონი და მართვას განაგრძობს. ჰოსოკი უკანა სკამზე გაბუტული ზის, რადგან ჯერ იუნგიმ უთხრა უარი მათთან ერთად წასვლაზე, შემდეგ გაყოლაზეც, ბოლოს კი თეჰიონმა, მთელი გეგმა ჩაეშალა იმისა, თუ როგორ ენახა ჯონგუკი.

- აქ ჩამოვალ,- ამბობს ხმამაღლა, რაზეც ორივე ხტება და კიმიც უცებ ამუხრუჭებს,- რა?

კითხულობს გაკვირვებული.

- აქ რა გინდა?- უბრუნდება ჯიმინი,- სახლში არ აპირებ წასვლას?

- ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.

- კარგი, ჩადი მალე,- აგდებს ალფა მანქანიდან.

- იდიოტი,- ბუზღუნებს ჰოსოკი, მაგრამ ღიმილს მაშინვე იკრავს სახეზე, კოსტუმს ისწორებს და ყვავილების მაღაზიისკენ მიდის, რომ ლამაზი გვირილები იყიდოს, დღეს ჯონგუკი რომ არ ნახოს - მოკვდება. იცის, რომ შესაძლოა თავზე დაახიოს ეს ლამაზი ყვავილები, მაგრამ ძალიან უნდა, რომ მის სახეს მაინც მოჰკრას თვალი, ასე რომ, მზად არის ამისთვის.

იუნგი დაღლილი დგება ავტობუსის გაჩერებაზე, ერთი სული აქვს სახლში როდის მივა, როდის დაიბანდ და დაიძინებს, დღეს ზემდეტად დამღლელი დღე იყო. იმდენი იარა აქეთ - იქით ასე ჰგონია, რომ ფეხები მალე გასძვრება.

- იუნგი?- ისმის ნაცნობი ხმა და მისი ფეხების წინ მანქანა ჩერდება,- გამიმართლა, რომ ამ გზით წამოვედი.

იღიმის ფოტოგრაფი და ომეგას თავიდან ბოლომდე ათვალიერებს.

- დაღლილი ჩანხარ, წამოდი სახლამდე მიგიყვან,- კარს უღებს.

El Mismo SolHistorias para obsesionarse. Descúbrelo ahora