თეჰიონი ჰაერს ღრმად ისუნთქავს, ყველანაირად ცდილობს, რომ მთელი ბრაზი არ ანთხიოს, მაგრამ არ გამოსდის. ახლა ოთხივენი რესტორნის გარეთ დგანან და მანქანას ელოდებიან.
- ყოჩაღ, ძალინ მომეწონა,- იღიმის ჰოსოკი და იუნგის ლოყებს უწელავს,- ჩემი ჭკვიანი.
- ჰოსოკ, მორჩი,- იღრინება თეჰიონი,- რა მოსაწონი საქციელი ეს იყო? მთელი გარიგება ჩაშალა! რატომ უწონებ?
- მეტის ღირსი იყო, ის თმები ღერა - ღერა უნდა დაეცალა,- არ აკლებს ჯიმინი,- შემდეგში უარესი უქენი, სულ ღერები აკრეფინე იატაკიდან.
- ჯიმინ,- მკაცრად ამბობს თეჰიონი და მანქანის კარებს აღებს,- მე აქ ვბრაზობ, რომ დიდი თანხა დავკარგეთ და თქვენ ორივენი მხარს უჭერთ, ნამუსი აღარ გაგაჩნიათ?
- უნდა მომეთმინა ის, რასაც ამბობდა?- კითხულობს ხმადაბლა წინ დამჯდარი იუნგი.
- რა თქმა უნდა! მე ხომ გაგაფრთხილე, რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო შენ უნდა გაჩუმებულიყავი,- საჭეს ხელს ურტყამს თეჰიონი.
- მან მე შეურაცხყოფა მომაყენა და უნდა გავჩერებულიყავი? ერთი თქვენთვის დაეძახებინა უთავმოყვარეო და ხეპრე, მერე ვნახავდით რა გარიგება შედგებოდა,- ტონს უწევს იუნგი,- თავი რამდენიმე წუთით მაინც დააყენეთ ჩემს ადგილას.
- დავაყენო? რატომ? შენ ხარ ასისტენტი და არა მე.
- ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა ავიტანო!
- იუნგი. გაფრთხილებ, ტონს დაუწიე,- ცრის კბილებში.
- არ მინდა და არ დავუწევ! სამუშაო დღე დასრულდა, ახლა თუ მინდა ვიყვირებ,- იმდენად ხმამაღლა ამბობს, რომ ჯიმინი და ჰოსოკი ყურებზეც კი იფარებენ ხელს. ორივენი გაოცებულები შეჰყურებენ წყვილის ჩხუბს,- რატომ უნდა ავიტანო ვიღაც იდიოტის სიტყვები?
- იმიტომ, რომ ეს შენი სამუშაოს ნაწილია.
- ჩემი დამცირების ხარჯზე ფულს ვერასდროს იშოვით, ბატონო თეჰიონ!- მტკიცედ აცხადებს და მანქანის სათავსოზე ხელს ძლიერად არტყამს,- ამის უფლებას არ მოგცემთ!
![](https://img.wattpad.com/cover/315791711-288-k274323.jpg)
ESTÁS LEYENDO
El Mismo Sol
Acción- დღეს რა განრიგია?- ისმის მისი ხმა და იუნგი ისევ იბნევა. - მე მეუბნებით?- უთითებს საკუთარ თავზე. - აბა სხვა ვინმეს ხედავ ოთახში?- წარბებს კრავს ალფა და აშკარად შეინიშნება გაღიზიანების ნოტები მის ხმაში. - რავიცი... იქნებ მანეკენი,- ლუღლუღებს იუნგი...