15. ¿Dónde deberíamos estar?

408 60 9
                                    

უჰაერობის გამო იუნგი პირველი სცილდება, მკერდზე ხელს აყრდნობს და შუბლით შუბლზე ეყრდნობა. ჰაერს ღრმად ისუნთქვს, თან გონებაში მომხდარს ალაგებს.

- თუ დაასრულე, იქნებ გაიწიო?- მთელ ენთუზიაზმს აშხამებს და უკან მიხოხავს.

- შოკში ვარ,- გაოცებული ამოთქვამს ალფა.

- წყალი გინდა?- ჭიქას უწევს წინ,- დააყოლე, გონზე მოგიყვანს.

- რანაირი ომეგა ხარ საერთოდ?- ცხვირს იჭმუხნის,- მსგავსი არავინ მინახავს.

- რადგან ის მოხდა, რაც მოხდა, არ ნიშნავს რამე უფრო კარგს და სხვას!- იუნგი იმდენად სწრაფად და ხმამაღლა ამოთქვამს, რომ თეჰიონს დრო სჭირდება გასააზრებლად.

- ვერ გავიგე,- წუწუნებს ბოლოს მაინც.

- დაივიწყე,- დივანზე ადის და რბილად ეყუდება,- ამას დავივიწყებთ, რადგან დიდი შეცდომა იყო.

- სისულელეა, არაფრის დავიწყებას არ ავპირებ,- ფრუტუნებს თეჰიონი.

- შენ რა, გააფრინე?- ბალიშს ესვრის ომეგა,- ანუ რა გინდა მითხრა, რომ...

- ჯერ არაფერი, ტკბილო,- ჰაეროვან კოცნას უგზავნის,- უნდა მოვემზადო, არ გინდა გამოიცვალო? მასე აპირებ წამოსვლას?

ტანზე ანიშნებს და ოთახისკენ მიდის. იუნგი ციტახანში ბუზღუნით მიჰყვება უკან და კარებსაც სწორედ ისეთ დროს აღებს, თეჰიონი რომ ტანზემოთ შიშველია და უკვე მეორედ უჩერდება თვალი ზედ.

- კარგი, რა უნდა ჩავიცვა?- საწოლზე ჯდება და ხელებს მუხელბზე იწყობს.

- შენნაირი ომეგა ჯერ არ შემხვედრია,- ბურდღუნით იღებს კარადიდან პატარა ზომა ტანსაცმელს,- იმედია მოგერგება.

- რა თქმა უნდა,- სახეს მანჭავს იუნგი და მაისურს იქვე იცვამს, არც შარვლის გახდას უშინდება და წამებში ეწყობა თეჰიონის მიერ მოცემულ ტამსაცმელში. ალფა ჯერ კიდევ ზედაში გაყრილი ხელებით დგას კარადასთან,- რას ელოდები?

El Mismo SolOnde histórias criam vida. Descubra agora