19. un beso

304 53 13
                                    

წვეულების განმავლობაში თეჰიონი პარტნიორებს ესაუბრება, ან ნაცნობ ადამიანებს, იუნგი კი ჰოსოკთან და ჯიმინთან ერთად ატარებს დროს. არის ხოლმე მომენტი, როდესაც თეჰიონთან ერთად უწევს დგომა, ეს ხშირად მაშინ ხდება, როცა ომეგას ესაუბრება უფროსი. იუნგი ამრეზით ათვალიერებს ყველას და ცხვირს ისე იბზუებს, თითქოს ასისტენტის ნაცვლად საქმროს სახელით იყოს წარდგენილი.

- ცოტათი კი დავიღალე, მაგრამ კარგი ჩანს,- ცლის მთლიან ჭიქა შამპანურს იუნგი.

- აფთერ ფართი დაიწყება მალე და მერე ნახე შენ წვეულება,- თვალს უკრავს ჰოსოკი.

- გართობა ძალიან გიხარია ვატყობ,- ეშმაკურად იღიმის იუნგი.

- რა თქმა უნდა, ხშირად კი არ იმართება ასეთი დონის წვეულებები,- წარბებს უთამაშებს ჰოსოკი,- წამოდი, ვიცეკვოთ, შენი მეზობლის შიშით სხვა ომეგას ვერ ვეკარები, თვალები ყველგან აქვს.

- ღმერთს მადლობა უთხარი, აქ რომ არ არის,- ხელს უწვდის იუნგიც და საცეკვაოდ გადიან. თეჰიონი კი საუბრის დროს აყოლებს ორივეს თვალს და მშვიდდება იუნგის უცხოსთან ერთად რომ არ ხედავს. ჰოსოკი სასაცილო ისტორიებს უყვება ცეკვის დროს და აცინებს კიდეც. გადაბმულად სამ სიმღერაზე ცეკვავენ, ნელ - ნელა ყველაფერი მართლაც წვეულებაში იზრდება და მოსაწყები სიმღერების ნაცვლად, გასართობებს რთავენ. თეჰიონის თვალთახედვას იუნგი ეკარგება, ამიტომაც ბრბოში იწყებს თვალების ცეცებას და ნორმალურად ვერც ახერხებს მის პოვნას, რადგან ყოველ ნაბიჯზე ვიღაც ხვდება და საუბარს იწყებს მასთან.

- უჰ, დავიღალე,- ოხრავს ჰოსოკი და მაგიდას უახლოვდება.

- იუნგი სად არის?- ინტერესით კითხულობს ჯიმინი.

- არ ვიცი, საპირფარეშოში გაიქცა და მერე აღარ მინახავს,- მხრებს იჩეჩს ჰოსოკი.

- იუნგი სად არის?- ახლადმოსული თეჰიონი კითხულობს კვლავ.

- არ ვიცი - მეთქი,- უმეორებს ჰოსოკი,- სადღაც იქნება ახლომახლო.

El Mismo SolWhere stories live. Discover now