13. Te mato

399 54 5
                                    

- თეჰიონ, წადი,- ზუზუნებს იუნგი და უკვე დაღლილი მხარზე ჰკრავს ხელს,- მოშორდი, გაქრი აქედან.

თეჰიონი უპასუხოდ ტოვებს, მხიარულად აგრძელებს ტელევიზორის ყურებას სეჯონგთან ერთად. იუნგის კარების ხმა რომ ესმის, ფეხზე დგება. ღამით მოუწია თეჰიონი თავის ოთახში დაეწვინა, თავად ვერ დაიძინა, ამიტომაც ეზოში დადიოდა აქეთ - იქით, ნახევარი საათის წინ ჰოსოკმა დაურეკა. სთხოვა ლოკაციის ჩაგდება, რომ როგორმე მოეგნოთ, იუნგი კი ვარაუდობს, რომ უკვე მოვიდა.

- ოჰ, მინი,- იკრიჭება ალფა და ხელის ქნევით შემოდის შიგნით,- ცოტახნით შემოვალ, სანამ ხელოსანი გააკეთებს მანქანას.

- შემოდი, იქნებ ყურადღება გადამატანინო, აღარ შემიძლია, ცუდად ვარ უკვე,- დაღლილი ხმით ამოთქვამს და სახლის კარებს აღებს, ჰოსოკი ნათლად ხედავს დივანზე მჯდარ თეჰიონსა და სეჯონგს, რაღაც გადაცემას რომ უყურებენ და თან ხუმრობენ. თვალები ლამის შუბლზე ასდის,- შენც გიკვირს, არა? ისე რატო იქცევა, თითქოს მამაჩემი მამამისი იყოს?

ბუზღუნებს იუნგი.

- გეფიცები, ეს უნდა გადავიღო,- ტელეფონს იღებს ჯიბიდან და კამერას რთავს, მაგრამ წამში ეცვლება თეჰიონს გამომეტყველება, როცა მას ხედავს.

- როდის ჩამოხვედი?- მკაცრი ხმით კითხულობს და ისევ იგივე იერსახეს იბრუნებს, რაც მანამდე ჰქონდა ხოლმე,- დაგერეკა მაინც.

- გირეკავდი, მაგრამ გათიშული გქონდა,- მხრებს იჩეჩს ალფა,- ხელოსანი მალე მორჩება, შემდეგ შევძლებთ წასვლას.

- გასაგებია,- თავს აქნევს და სეჯონგისკენ ბრუნავს,- დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდებით.

- რას ამბობ, შვილო, გამახარე,- ღიმილით აცილებს კაცი,- იუნგი, შენც მიდიხარ?

- თუ გჭირდები, შემიძლია დავრჩე,- ახლის უცებ და შემდეგ ახსენდება თეჰიონი, რომელიც კარებში ჩერდება,- ალბათ.

El Mismo SolTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon