9. ¿Quién es?

394 57 19
                                    

თეჰიონი დამწვრობის სუნს რომ გრძნობს, ლეპტოპს გვერდით აგდებს და მაშინვე გარეთ გარბის, მაგრამ იუნგი იქ არ ხვდება, შემდეგ პირდაპირ სამზარეულოში შედის, რას წარმოიდგენდა საქმის ნაცვლად ომეგა საჭმლის კეთებას თუ დაიწყებდა, მაგრამ ახლა იუნგი გამურული დგას ქურასთან, ხელში ტაფის სახელურით და სად დამალოს არ იცის.

- რას აკეთებ, იუნგი?- ოხრავს თეჰიონი და ქურას თიშავს.

- მომშივდა,- მხრებს იჩეჩს,- ვიფიქრე რამეს გავაკეთებდი, მაგრამ აი რამე.

ხელში სახელურს ატრიალებს და ნაგვის ურნაში ისვრის.

- ყოჩაღ,- ბუზღუნებს ალფა და ყველაფერს ნაგავში ყრის,- გეთქვა მაინც მზადება თუ არ იცოდი, რამეს მოვიფიქრებდით.

- ხოდა გეუბნებით,- სკამზე იკავებს ადგილს,- მზადება საერთოდ არ ვიცი და ძალიან მშია, იქნებ რამე შევუკვეთოთ?

- უკვე გვიანია და თანაც აქ არავინ არაფერს არ ამოიტანს,- ოხრავს თეჰიონი,- ჩემები იყვნენ აქ წინაზე...

- გთხოვთ, რამე მაჭამეთ,- ამოიტირა და თავი მაგიდაზე დადო, თეჰიონი უცნაურად უყურებს, სახეს ჭმუხნის,- საჭმლის გარეშე ვერ გავძლებ.

- აქამდე არასდროს შემიმჩნევია, რომ ბევრს ჭამდი,- იქუფრება თეჰიონი და ერთადერთი შეკვრა მაკარონი გადმოაქვს თაროდან.

- იმიტომ, რომ მაშინ ვჭამდი, როცა საქმეზე მიშვებდით,- იუნგი პირზე ირტყამს ხელს, აშკარად ბევრს ლაპარაკობს,- ნუ მეკითხებით, ბევრს ვლაპარაკობ.

- როცა გშია უხასიათოდ ხარ?- ეცინება თეჰიონს.

- კი. მალე იქნება?

- კი.

- მაინც რამდენ ხანში?- ფეხზე დგება და გვერდით უდგება ალფას.

- არ ვიცი, იუნგი, მალე,- თეჰიონი ცდილობს არ გაეცინოს.

- კარგი,- ტუჩებს კუმავს და აკვირდება როგორ ჭრის ბოსტნეულს. იუნგი კიდევ ორი წუთით ძლებს, პირს აღებს რომ ისევ იკითხოს.

El Mismo SolWhere stories live. Discover now