რკინიგზის სადგურზე ბევრი ხალხია, როგორც ყოველთვის. ეს ხომ სეულია, მილიონობით ხალხი ცხოვრობს. იუნგი შეშინებული აცეცებს თვალებს აქეთ - იქით. სადღაც იქვე ტაქსი უნდა იყოს, შემდეგ კი პირდაპირ ბინისკენ წაიყვანს. იუნგი ღელავს, ჯერ არ იცის ვინ არის რეალურად პატრონი, მაგრამ სხვა უფრო იაფად ვერაფერი ნახა.
- ტაქსი,- ყვირის ბოლო ხმაზე და ყვითელ
მანქანას მისდევს, რომელიც უკანასკნელია სადგურზე,- ჯანდაბა, მეორე მხარეს რატომ დგას?იღრინება გაღიზიანებული და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს, რომ დაეწიოს და ვინმემ არ დაასწროს. ჩემოდანს ხელს ძლიერად უჭერს, რომ არ გაუვარდეს სადმე.
- ბატონო, ერთი წუთით,- ხელს აფრიალებს ჰაერში და თითქმის ქუჩა უნდა გადაკვეთოს, რომ ტკივილს გრძნობს მუხლებში და გზის მეორე მხარეს ეცემა მტკივნეულად. ომეგა ითიშება. მძღოლი კი სწრაფად გადმოდის მანქანიდან და მისკენ მიიწევს.
- ჯანდაბა, ცოცხალია?- კითხულობს თავისთვის და თავზე წამომდგარ ხალხს სთხოვს უკან დაიხიონ. სახეზე ჩამოშლილ თმებს უწევს და ცხვირთან თითები მიაქვს, როგორც ჩანს ცოცხალია. ალფას ანერვიულებული აჰყავს ხელში, სასწრაფოს არც ელოდება, მანქანაში სვამს და პირდაპირ საავადმყოფოსკენ მიდის.
კიმ თეჰიონი დილით მამას უნდა დახვედროდა და სახლში წამოეყვანა, როგორც ჩანს ვერც აეროპორტში მიაღწია და ლამის ადამიანიც მოკლა. მზერას რამდენჯერმე აპარებს სარკისკენ, ხელი უკანკალებს, ცხოვრებაში პირველად დაეჯახა ვიღაცას, ისიც უეცრად გადმოუხტა გზაზე, რას იფიქრებდა, არადა გზას უყურებდა.
საავადმყოფოში მისულს მალევე აცლიან ხელებიდან გონწასულ იუნგის, ის კი დერეფანში იცდის მთელი ერთი საათი, სანამ ომეგა უკვე ეტლში ჩასმული არ გამოჰყავთ იქიდან.
- როგორ არის? როგორ ხარ? ხომ კარგად ხარ?- ჯერ ექთანს, შემდეგ კი იუნგის ეკითხება.
ŞİMDİ OKUDUĞUN
El Mismo Sol
Aksiyon- დღეს რა განრიგია?- ისმის მისი ხმა და იუნგი ისევ იბნევა. - მე მეუბნებით?- უთითებს საკუთარ თავზე. - აბა სხვა ვინმეს ხედავ ოთახში?- წარბებს კრავს ალფა და აშკარად შეინიშნება გაღიზიანების ნოტები მის ხმაში. - რავიცი... იქნებ მანეკენი,- ლუღლუღებს იუნგი...