18. dos más

328 51 4
                                    

იუნგი წუწუნით ალაგებს ჩანთას, რადგან თეჰიონმა შეატყობინა, რომ საღამოს მოუწევდათ ბუსანში წასვლა, რაღაც მნიშვნელოვანი წვეულების გამო. ისიც ჯონგუკთან ერთად შეიკეტა ოთახში და ნახევარი დღეა უკვე ყველაფერა ალაგებს.

- სამი დღით მიდიხარ თუ სამი თვით? რაამბავია,- ხარხარებს ჯონგუკი, როდესაც იუნგის ჩემოდანს ხედავს.

- არ იცი რა ფეთხუმი ვარ? რამეს გავაფუჭებ, დავსვრი და მერე რა გავაკეთო,- ატრიალებს თვალებს და ჩანთას ზედ აწვება, რომ როგორმე შეკრას.

- ნუ, ეგეც მართალია,- ქირქილებს ჯონგუკი,- აბა როდის მოვა შენი პრინცი?

- ხუთია, წესით მალე აქ იქნება,- და იმწამს შემოდის ზარი იუნგის ტელეფონზე,- ოჰ, მობრძანდა ვაჟბატონი.

- მაინც ვერ ვხვდები მასზე გაბრაზებული რატომ ხარ,- კეფას იქექავს და ოთახიდან ნივთების გამოტანაში ეხმარება.

- გგონია მე ვიცი? სულ გაღიზიანებული ვარ და ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია ჯავრის საყრელად.

- წავალ კარს გავუღებ,- ხელის ქნევით მიიწევს ჯონგუკი და ალფას სახლში უშვებს,- გაძლებას გისურვებ მის ხელში.

ეჩურჩულება ღიმილით.

- წავედით?- ხელებს ახახუნებს თეჰიონი და იუნგის ჩემოდანს იღებს.

- წავედით, დაღამდება მერე,- ბუზღუნებს ომეგა და წინ მიიწევს. მგავზრის ადგილას ჯდება და ღვედს იკრავს.

- მარტო ჩვენ ვიქნებით იქ?

- არა, ჰოსოკი, ჯიმინი და რამდენიმე თანამშრომელი ხვალ ჩამოვა,- მოკლედ ჰპასუხობს და მუსიკას რთავს.

- ძალიანაც კარგი, მარტო ყოფნა არ მომიწევს.

- არ გეძინა?

- რა თქმა უნდა, მეძინა, ისე როგორ წამოვიდოდი, ახლა მთელი გზა ვეღარ დავიძინებ,- ზუსტად ამის თქმიდან ორმოც წუთში იუნგის გათიშულს სძინავს. თეჰიონი ოხრავს, ეს ომეგა ენერგოვამპირია, რა უნდა თავად ვერ გაუგია. ბუსანამდე დიდი გზაა, მაგრამ სიმშვიდეში გადის. მუსიკა დაბალ ხმაზე ისმის, მაგრამ თეჰიონი დაიფიცებს, რომ
ხანდახან იუნგის დაბალი ხვრინვაც კი გაიგო. ომეგას თავისი კისრის ბალიში მიეხუტებინა და მშვენივრად ეძინა.

El Mismo SolWhere stories live. Discover now