8. mala decisión

471 53 39
                                    

ჰოსოკი კაბინეტში შედის და თეჰიონის პირდაპირ იკავებს ადგილს, ის კი მთელი დღეა ომეგას აკვირდება. უკვე შუადღეა, იუნგის ხმა კი საერთოდ არ გაუგია, არც ხმამაღლა საუბრობს, როგორღავ არც არაფერს ამტვრევს და ყველაფერი ზუსტად დროზე მოაქვს. თეჰიონის ერთ ნაწილს მოსწონს მისი ეს სიმშვიდე, მაგრამ მან ხომ იცის, როგორი გიჟია იუნგი და ვერ ხვდება ახლა რა შეიცვალა და ასეთი რატომ გახდა.

- ყველაფერი რიგზე გაქვს?- კითხულობს ჰოსოკი და თვალწინ ხელს უფრიალებს.

- კი, კარგადაა,- ხმადაბლა ამოთქვამს და ლეპტოპს, რომელიც უკვე ერთი საათია მუხლებზე უდევს კეცავს და წინ მაგიდაზე დებს,- იუნგი უცნაურად არ გეჩვენება?

- უცნაურად?- მზერას აყოლებს ომეგას,- არა, რატომ?

- დილიდან ჩუმია და სხვანაირი.

- ჩუმი? წეღან ხმამაღლა იცინიდა მოსასვენებელ ოთახში მინჰიოკთან ერთად,- მხრებს იჩეჩს ჰოსოკი.

- იცინოდა?- ტუჩის კუთხეს ტეხავს თეჰიონი,- ანუ იცინიდა, აბა ჩემთან აქვს პრობლემა თუ რა ხდება?

- ამას კიდევ კითხულობ გუშინდელის მერე?- წარბებს კრავს ჰოსოკი,- მის ადგილას მაგრად დაგარტყამდი.

- ვიცი, მესმოდა როგორ გულშემატკივრობდი,- ატრიალებს თვალებს თეჰიონი და იუნგის აყოლებს თვალს, მისი კაბინეტის წინ რომ მიიწევს,- ახლა რა ვქნა?

- როდის მერე ღელავ სტაჟიორებზე?- კიდევ უფრო იკვირვებს ჰოსოკი,- აქამდე მსგავსი რამ არ შემიმჩნევია.

- ანუ ეგ არ მიგულისხმია... უბრალოდ....- ოხრავს თეჰიონი,- ვიცი რომ ჩემი ბრალია.

- ალბათ ისიც გეცოდინება, რომ ბოდიში უნდა მოუხადო,- იკრიჭება და ფეხზე დგება,- მე რისთვის შემოვედი არ მახსოვს, მაგრამ ის ვიცი, რომ მას ბოდიში უნდა მოუხადო, მე კი ერთი სული მაქვს კიდევ როდის შევხვდები სუპერულტრა კარატისტ ომეგას, ჯანდაბა ისევ მტკივა მთელი სხეული, ისე ძლიერად მიმახეთქა კედელზე.

El Mismo SolDonde viven las historias. Descúbrelo ahora