I თავი

2.4K 121 12
                                    

მოგესალმებით მე მარიტა ვარ, შემოკლებით მარია, 20 წლის ქართველი და ეხლა ვემზადებით მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ანა კორეაში გასამგზავრებლად, ეს ჩემი დიდი ოცნება იყო ბავშვობიდანვე, დიდი ხანია მინდა კორეაში ხანგრძლივი დროით მოგზაურობა, მსურს შევისწავლო ყველაფერი დაწყებული ადამიანებით დამთავრებული მათი კულტურით

ანა ჩემი საუკეთესო მეგობარია თითქმის ერთად განვლიეთ ცხოვრების ნახევარი წელი? ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ერთფეროვანი და უხალისო გახლდათ მანამ სანამ ჩვენ ბავშვთა სახლში არ გავიცანით ერთმანეთი, მას შემდეგ მოყოლებული კი განუყრელი დაქალები ვართ. ათი წლის ასაკში მშობლები ავტოკატასტროფით დამეღუპა ეს ჩემთვის ძალზედ რომ ძნელი გადასატანი იყო, ამასთანერთად კი სოციალურმა მუშაკებმა ბავშვთა სახლში ჩამაბარეს, რადგანაც არ გამომიჩნდა არავინ ახლობელი ჩემს შესაფარად და მეურვეობის ასაღებად.
სწორედ რომ იქ შევხვდი ანასაც.
მეთვრამეტე წელი შეგვისრულდა თუარა იქიდან მალევე წამოვედით. გადავწყვიტეთ რომ ორივეს ერთად გვეცხოვრა, ხელი შეგვეწყო ერთმანეთის კეთილდღეობაში რაც
ძალიან კარგად ამართლებდა.
ჩვენი უფერული და ამაზრზენი ცხოვრება თანდათან უკეთესობისაკენ იცვლებოდა რა დაბრკოლებაც არ უნდა შეგვხვედროდა ყველაფერს ორივე ერთად, შესანიშნავად ვუმკლავდებოდით. თითქმის ორი წელი გასტანა ჩვენმა დაუზოგავმა შრომამ წარმატებული მომავლისათვის, გვქონდა კარგი სამსახურები რომელიც მშიერს ნამდვილად არ გვტოვებდა და ბინის ქირის ფულსაც დროულად გავახდევინებდა, იმასთუარ ჩავთვლით რომ უამრავი პრობლემა შეგვექმნა ამ ორი წელიწადის განმავლობაში. მაგრამ ხომ იცით გამოთქმა "სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების", შეიძლება ეს გამოთქმა ჩვენს შემთხვევაში ცოტაა პირიქითაა
ოღონდაც დადებითი მხრივ. პანსიონიდან სკოლაში სიარულმა აშკარა შედეგი დადო ჩვენს ნათელ ცხოვრებაზე, განათლება რომელიც ძალიან დაგვეხმარა გავმკლავებოდით ეკლიან გზას უზრუნველი ცხოვრებისათვის.
უნივერსიტეტს რომელსაც ასევე წარმატებით ვამთავრებთ, უკვე შეგვიძლია ავიხდინოთ ის საოცნებო ოცნებები რასაც მხოლოდ წარმოსახვაში ვქმნიდი და წარმოვიდგენდი. ეს არასდროს იქნებოდა სრულფასოვანი თუ ისევ ჩვენ არ ვეცდებოდით ხელის შეშველებას ბედისათვის.
დღეისთვის უკვე ანგარიშებზე საკმაო თანხა გვქონდა შეგროვებული რითაც
ნახევარზე მეტი საბუთების მოწესრიგებაში და ვიზის აღებაში გაიფლანგა. ამის შემდეგ შეგვეძლო ყოველგვარი შეფერხების გარეშე დავმჯდარიყავით თვითმფრინავში და სამხრეთ კორეასკენ გზა დაგველოცა, გადაჯდომითი რეისები კი დაგვღლიდა მაგრამ ეგ არაფერი, ნამდვილად ეღირებოდა ტვინისჭყლეტა შენი ოცნების ქვეყანაში მოსახვედრად არაა.
კორეულ ენას საოცრად გამართულად ვფლობდით, ძალიან მიხაროდა რომ არ გაგვიჭირდებოდა ხალხთან კომუნიკაცია ეს ხომ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now