XXVIII თავი

525 53 16
                                    

♤ ცხოვრების დასასრულს ყოველ წამს უნდა ელოდე, მაგრამ ახალი ცხოვრების დასაწყისს არასოდეს. ♤

***

ისევ შავ ხვრელში ვვარდები.
იქ სადაც უკუნითი სიბნელეა
სრულიად სიმარტოვით გაბატონებული სიჩუმე. აქ უკვე ვიყავი სანამ გონს მოვიდოდი
მაგრამ ჩემმა უცნაურმა ბედმა ისევ
ამ ადგილას მომახვედრა.
სიზმრებს ვერ ვხედავ საერთოდ ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ ვზივარ
და ველოდები ჩემს ტვინს როდის გაიღვიძებს. აქ ყველაფერი ერთფეროვანია და უკვე ნაცნობიც. იმდენჯერ ვყოფილვარ ამ უსასრულო
წყვდიადში გამომწყვდეული
დროის აღქმის საშუალებაც კი მეკარგება.
ვგრძნობ როგორ მიბრუნდება სხეულის მგრძნობელობა, ირგვლივ თანდათან იფანტება სიბნელე და
მჭრელი თეთრი სხივები ანაცვლებენ მას. ვბრუნდები რეალობაში.
ფერად ფერებით სავსე სამყაროში,
ბოროტებითა და სიკეთით გარშემორტყმულ დედამიწაზე.
თვალებს ვახელ, ვხვდები რომ უფრო
განსხვავებულ პალატაში ვარ
წინასთან შედარებით. მეხსიერება თანდათან მიბრუნდება და აზროვნებაც ღდგება . მახსენდება შემაძრწუნებელი ხმები
ექიმების გაბადრული სახეები
ყვირილი, ტკივილი, ყვირილი და ისევ ტკივილი. მახსოვს ბოლოს ხმა
რომელიც შუგ... უფროსწორად იუნგის ეკუთვნოდა ალბათ მომეჩვენა
მაგრამ რატომ უნდა მომჩვენებოდა
როდესაც მან მე არც კი შემიბრალა
გამომიყენა, მომატყუა და
ჩემი სიკვდილის ბოლო წამებში მისი ხმები უნდა მომჩვენებოდა?? ეს
რაღაც არარეალურია! არ მჯერა.

ტკივილს ვეღარ ვგრძნობ მუცლის არესში. ეს კარგია.. ერთი პრობლემა აღარ მაწუხებს მაგრამ ვერ ვხვდები
ტკივილის მიზეზს თანაც იმდენად რომ მეგონა სულსაც კი განვუტევებდი. ალბათ იმდენი ცემისა და ტანჯვის შემდეგ შედეგმაც მალევე
იჩინა თავი. ირგვლივ ვათვალიერებ
ოთახს ნელი კადრივით, ძალა
ჯერ კიდევ არ აღმიდგენია მაგრამ
იმედი მაქვს ეს მალე მოხდება..

ჩემგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით, სავარძელში მოკუნტულ სხეულს ვამჩნევ.. სახე ხელებში ჩაერგო და მშვიდად ფშინავდა
ვერ ვახერხებდი მის კარგად დანახვას. რატომღაც მეცნობა მისი სხეული ძალიან მეცნობა.
ვიღაც ჩემთვის ღამეს ათევს?
მაინტერესებს ვინ არის თანაც ესეთი ნაცნობი სურნელი.. მაგრამ ხომ ვერ
გავაღვიძებ ჩემი ინტერესის გამო.
ვგრძნობ როგორ მაწუხებს ყელის
სიმშრალე, ვამჩნევ საწოლის გვერდით ტუმბოზე წყლით სავსე ჭურჭელს, გაბრუებული ვარ
ხელს ძლივს ვწევ წყლის ჭიქამდის
რომელშიც ნახევრად ესხა სითხე.
სახეზე ჟანგბადის ნიღაბს ვიძრობ და ჭიქას ვწვდები მაგრამ ძალიან ვინანე
რადგანაც ჩემი ძალები ჯერ კიდევ არ იყო ნორმანულად აღდგენილი ხელიდან მაშინვე მიცურდება და პირდაპირ ძირს ნაწილებად იშლება.
რა დროსაც მძინარე სხეული შეშინებული ვარდება ფეხზე...

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now