II თავი

1.4K 109 20
                                    

საღამოს 7 საათი

მარიტას POV:

უკვე მოსაღამოვდა და ჩვენც მზადება დავიწყეთ ბარში წასასვლელად,

მე კი არ მინდოდა წასვლა დიდად მაგრამ ანას ვერ ვაწყენინებდი, ვიცი მისი ამბავი.. მთელს დღეს ჩემზე გაჯავრებული იქნებოდა და მისი შემორიგება ძალიან ძვირად დამიჯდებოდა. ეხლა მისი დაჟინებული მოთხოვნით კი კაბებს ვარჩევთ, რომლებიც არცერთი არ ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში და საერთოდაც მე არაფერი მაქვს ჯინსებისა და ჰუდების გარდა.  ამიტომ ანამ გადაწყვიტა მისი მოკლე, ამოღებული, გამომწვევი ტანისამოსები მოერგო ჩემთვის.
მკაცრ უარზე ვიყავი მათ ჩაცმაზე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა თუ არ ჩავიცვამდი ჩემს ტანსაცმლებს მიწვავდა ხელში მომარჯვებული ასანთით და ეშმაკური ღიმილით რაც ძალზედ არ მაწყობდა. უამრავი კაბა აქვს, სხვადასხვა ფერის, ზომის სტილის ხარისხის და რავიცი, უთვალავი იმდენი რომ დათვლის დროსაც კი მეტანჯება გონება.
შეიძლება ჯერ ჯერობით გვაქვს სამყოფი ფული მაგრამ მის რამოდენიმე დღეში დაცლას არ ვაპირებ, ამასთანავე სანამ რაიმე სამუშაოს დავიწყებთ ფულს წესიერად ხელს ვერ მოვკიდებთ. სასტუმროც ამიტომ არ დაგვიჯავშნავს ძვირიანი, ეხლა სადაც ვართ ამითაც ძალიან კმაყოფილები ვართ მყუდრო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არანარი ხმაური არ შემოდის გარედან.

ხელებ გადაჯვარედინებული მობეზრებით ვატრიალებ თვალებს მის წუწუნზე.

ანა- მარიტა კარგი რაა, ყველა თვალის მომჭრელი და ულამაზესი კაბაა. ერთერთი მაინც აირჩიე აი ისეთი რომელიც ნორმანული და შენი გემოვნებისაა

- მანდ საერთოდაც არცერთი არაა ჩემი გემოვნების! ნორმანულზე კი ზედმეტია საუბარიი!!

ანა- ნუ აზვიადებ! შეიძლება ბევრი მოკლეა მაგრამ აქ ნამდვილად კარგების არჩევაცაა შესაძლებელი. უბრალოდ თვალი მაინც შეავლეე და ნახეე!

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now