XXVI თავი

559 62 30
                                    

***

დიდ ხანს შემეძლო კიდევ დავრჩენილიყავი ჩემს თავთან და მორალები მეკითხა მაგრამ კარზე კაკუნი იმას მახსენებს რომ უკვე დრო იყო მოვწესრიგებულიყავი
მისი სულელური წვეულებისათვის.
მალევე კარს უკან რამოდენიმე
ადამიანის ხმაც ისმის, და ჰოი საოცრებავ რომ ვიცი ვინც არიან.

- ქალბატონო იცით ჩვენ...

- ვიციი ვინც ხართ, ეხლავე მოვდივარ

ხმამაღლა გავძახე მათ, კარს მობეზრებით ვხსნი და ხუთ ადამიანს ვაშტერდები რომლებსაც იმდენი რამ უჭირავთ ხელთ რომ თითქმის არც კი
ჩანან. თითოეულს რაღაც ნივთებით დაკავებული აქვთ ხელები და როგორც მე ვიცი ჩემს მაკიაჟზე და ერთი სიტყვით ჩემს მოწესრიგებაში უნდა შეიტანონ წვლილი.
ნუთუ მე ვერ მივხედავდი ჩემს თავს?!!
ისევ კარებში ვდგავარ და შიგნით
არავის ვუშვებ ისინი კი მომლოდინე სახეებით შემომყურებენ, ზოგიც
უკვე გაღიზიანებული, ზოგიც კიდევ
დაღლილი სახით.. მაგრამ
სულ ტყუილად უწვალიათ აქ ამოსვლა

- ქალბატონო თუ შეიძლება შემოგვიშვით, ნაბრძანები გვაქვს რომ..

- არ შეიძლება. ეგ ბრძანება კი სულაც არ მაინტერესებს! ეხლა კი ბოდიშის მოხდით, შეგიძლიათ წახვიდეთ
ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ!

- კი მაგრამ...

სიტყვის დაუმთავრებლად კარს ცხვირწინ ვუხურავ მათ.
შეიძლება ძალიან ცუდია ასეთი ქცევა მაგრამ ეგეც არ მაინტერესებს
ვიღაცამ უნდა მომაწესრიგოს?!!..
როდესაც ეს მეც კი შემიძლია
არ ვარ ასეთი სულელიც რომ მაკიაჟის სწორად გამოყენება და წასმა არ ვიცოდე. დამადებენ სახეზე ტონა
საღებავს და ბარბივით მომრთავენ ამას მირჩევნია მე თვითონ გავიკეთო მსუბუქი ღია შეფერილობის მაკიაჟი.

***

უზარმაზარ სარკესთან ჩემს ანარეკლს ჩავყურებ რომელიც ძალიან განსხვავდება იმ მარიტასგან რომელიც რამოდენიმე საათის წინ
ტოტებიანი შარვლით იდგა და
თავის ბედს მისტიროდა.
მართალია რომ კაბები ჩემი სტილი
არ არის და არც მომწონს როდესაც ვიცმევ ან სულ არ ვიცმევ მაგრამ
ეს სრულიად განსხვავებულია და ჩემს აზრს თითქოსდა ბოჭავს, აიძულებს მიიღოს ის ფაქტი რომ ეს კაბა
ჩემს ტანზე საოცრად მოხდენილია.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now