XXII თავი

838 77 19
                                    

ანას POV:

ტკბილი სიცოცხლე და უზრუნველად ცხოვრება ყველას უნდა.
მისთვის ადამიანები
იბრძვიან კიდეც რათა ამ წუთისოფელში არ გაფლანგონ უზაროდ ცხოვრება.
ზოგიერთს ეს მართლაც არ აინტერესებთ და შემდეგ როდესაც მოვა მათი განსჯის დღე,
ნატრულობენ იმ სანატრელი წუთების დაბრუნებას რაც მათ გააჩნდათ არ
გამოიყენეს.
არასწორ დროს იაზრებენ და
არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ
როდესაც ცხოვრებაზე ხელს
იქნევენ, მაგრამ ეს ვისთვის როგორ იქნება. ზოგი ტანჯვის გამო,
ზოგი ადამიანების გამო, ზოგსაც კი
უბრალოდ არ აქვთ მიზეზი...
მონდომებული და ძლიერი
ადამიანი ყოველთვის აღწევს
იმას რაც სურს.
თუ სულით მტკიცეც ხარ შეუძლებელია რამემ გაგტეხოს და გაგანადგუროს, თუ მას შენში
შემოუშვებ. მისცემ უფლებას იბატონოს და მანიპულირება მოახდინოს შენზე.

აიი მეკი...
სრულიად საპირისპირო მხარეს ვდგავარ ამ სიტყვებისგან.

მე თვითონ ჩემი თავი გავანადგურე.
არ უნდა ვყოფილიყავი ვიღაც უცხო ადამიანზე დამოკიდებული ისე ადვილად.
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იმ ადამიანზე ნდობა იყო
ვინც მიყვარდა.. დიახ მიყვარდა..
მთელი სულით და გულით. მზად ვიყავი მის ხელებში ჩვენი სიყვარულისთვის მოვმკვდარიყავი.
მაგრამ სამწუხაროდ მეგონა რომ
ჩემი სიყვარული ორ მხრივი იყო.
მან ჩემში არსებული
ყოველგვარი გრძნობები ჩაკლა
დაანაწევრა, სამუდამოდ.
მიღალატა.. მომატყუა
გამომიყენა... გამომიყენა მისი
მზაკვრული გეგმებისათვის და ჩემი
გულუბრყვილობით ისარგებლა.
მართლაც უგულო ადამიანი.
ჩემიი ბრალია.
თავიდანვე ვგრძნობდი თუ რა
აურის ადამიანი იყო მაგრამ მან
დამაბრმავა.
მისი აფერისტობითა და ტკბილი
სიტყვებით რომლებიც მეგონა ჩემს
ცხოვრებას შეცვლიდა...
ნუ კი ნამდვილად შეცვალა.
არა კარგი მხრივ არამედ თავდაყირა
რომელმაც ჩემს ცხოვრებას ყველა
გზიდან მოუჭრა მხარე.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now