XXXI თავი

377 44 18
                                    

ნუთუ ყოველივე ასეთი ძნელია?
გაუმკლავდე მონატრებას ეს ფიზიკურ ტკივილზე უარესია. ორივე მათგანი ერთდროულად მაქვს გადატანილი, ორივე საშინელი განცდაა და არცერთი არ ჩამოუვარდება ერთმანეთს. უკვე მეორე კვირა ხდება რაც ჩემი საუკეთესო მეგობარი რომლის ერთადაც სიცოცხლისა და ცხოვრების თითოეული წერტილი გვქონდა განსაზღვრული, დაიკარგა. ასე რომ ვთქვათ გატაცებული დარჩა. როგორც მე, მაგრამ ჩვენი ისტორიები სრულიად სხვადასხვანაირად შემოიფარგლება, მოვყვებოდი კიდეც მაგრამ.. ეს ვის ვუამბო? საკუთარ თავს? ოჰ ამ ბოლო დროს საკუთარ თავს ხშირად ვესაუბრები რატომღაც ვერ ვბედავ ჯიმინთან გულახდილ საუბარს არ ვიცი რატომ რადგან ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ჩვენს შორის არსებული კავშირი მჭიდროდ იხლართება მეკი ვერ ვიჩენ ისეთ გამბედაობას რაც უნდა მქონოდა.
ჯერ კიდევ უნდობლობა მაწუხებს მის მიმართ მაგრამ მისი საქციელები საპირისპიროსაკენ მხრიან, მაგრძნობინებს ისეთ სითბოს რომელსაც წლებია ვნატრობდი, მას ხომ დიდი ხანია მტვერი ადევდა ჩემს გულზე. ვხედავ თუ როგორ ცდილობს ჩემს დახმარებას გულმოდგინედ და არა პირფერულად ეს მე თავს ძლიერად მაგრძნობინებს მიუხედავად იმისა რომ ნერვიულობისაგან მთელი დღე ოთახიდან ფეხს არ ვიცვლი. საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამომწერეს, ადამი კი ის, ყველანაირად ცდილობს ჩემს ხასიათზე მოყვანას, გამხნევებას დროს არ უშვებს ხელიდან მაშინვე ჩემს მოსანახულებლად მოიწევს. გარდა ამისა საცხოვრებლად გამოწერისთანავე გადმოვიდა, ვამჩნევდი ჯიმინის უკმაყოფილობას მაგრამ ხმას არ იღებდა. მათ შორის დიდ დაძაბულობას ვგრძნობდი როდესაც ორივე ერთად აღმოჩნდებოდნენ ჩემს ოთახში.
მათი ცეცხლოვანი მზერები ერთმანეთისათმი მე მხვდებოდნენ სხეულში, ნამდვილად არ მსურდა ამ ორის წაკამათება მაგრამ თვითონვე ინდომებდნენ ოთახში ერთად შემოსვლას შემდეგ კი ტომი და ჯერად იქცეოდნენ, ვაღიარებ რამოდემეჯერ კარგად ვიხალისე კიდეც მაგრამ მათი პატარა კინკლაობა სერიოზულ ჩხუბში გადადიოდა ამიტომაც მიწევდა ადამის ოთახიდან გაშვება რათა ცოტათი მაინც ჩამექრო მათ შორის აგიზგიზებული ცეცხლი წყლით.
ძალიან კარგად ვამჩნევდი ამ ბოლო დროს ჯიმინის სულგრძელობას ჩემს მიმართ, იმას რომ ადამს მხოლოდ და მხოლოდ ჩემს გამო აძლევს ამ სახლში დროებით ცხოვრების უფლებას, იმასაც რომ ძალიან ბევრს ითმენს მიუხედავად იმისა ეს მას არ მოსწონს ან თუ არ სიამოვნებს.
ბევრი არაფერი მომხდარა ამ ორი კვირის განმავლობაში თუ არ ჩავთვლიდით ჩემი ძმისა და ჯიმინის წარამარა კინკლაობას.
ანასგან არაფერი ისმის, თითქოსდა მიწამ ჩაყლაპაო მათი არსებობა
ყველაფერი მით უფრო იძაბება, როცა ვერავინ პოულობთ მათ, არასად არიან, პატარა ხელჩასაჭიდი კვალიც კი არ არის დატოვებული საპოვნელად.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now