XIV თავი

885 98 11
                                    

იუნგის POV:

უცნაურია ამას რომ ეხლა ვამბობ მაგრამ ამ გოგონამ მართლაც დიდი ყურადღება მიიქცია ჩემი, რაღაცნაირი უცნაური  შთაბეჭდილება დატოვა ჩემს გონებაში, ეს არ გამოიხატება მისი უჩვეულო ეროვნებითა და მისი სასაუბრო ენით არამედ მისი უნიკალურობითა და საოცრად ლამაზი სახის ნაკვთებით.
მისი ასევე განსხვავებული ხასიათი
რომელიც ცალკე მხრივ მხიბლავს.
შეიძლება ამას გარედან არ ვაჩვენებ
და არ ვაძლევ თავს უფლებას იფიქროს ამ თემაზე მაგრამ ეს შეუძლებელია, მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება რაც მისი ნახვა პირადად შევძელი, შეიძლება მხოლოდ მეჩვენება და მხოლოდ მე აღვიქვამ მას ესე, მე თვით მინ იუნგიმ პირველად ქალის მიმართ ლტოლვა გამიჩნდა? და თანაც ეს ხომ აკრძალულიც კი მაქვს. მე მასზე ფიქრის უფლებაც კი არ მაქვს.
თუ ბევრს ვიფიქრობ ბოლოს ისევ მე ვეღარ შევძლებ მის გაშვებას.
ვალდებული ვარ იძულებული ვარ
გოგონა საყვარელ ქალად კიარა
არამედ მტრად მივიჩნიო, საბოლოოდ
ყველაფერი როგორც გეგმაშია
ისე დასრულდება.
მისი ჩამქვრალი გაუფერულებული თვალების დანახვისას გულზე უსიამოვნო ჩხვლეტას ვგრძნობდი ნამდვილად არ მსიამოვნებდა ეს მოვლენა ამიტომ ვცდილობდი რაც მალე მოვშორდებოდი მას მით უფრო მალე გამიქრებოდა ის საშინელი და უცნაური ქიმიები მუცელში რასაც ვგრძნობდი.
წეღან კი ლამის ხელებში ჩამაკვდა,
როდესაც პულსის გასასინჯად ხელი მოვამზადე გული ათასჯერ მიცემდა წამებში. ისეთი უსუსური ჩანდა იმ დროს რომ გული სადაცაა ამომივარდებოდა. მაინც არის ისეთი შემთხვევა რომ ინსტიქტებით იმოქმედო, როდესაც ვხედავ თუ ჩემს წინ ნახევრად ცოცხალი როგორ წევს
ამ დროს რა უნდა ვიფიქრო..
ალბათ ბევრი არაფერი რადგან ეს კარგს არაფერს მომიტანს.

რა ნახა ესეთი ჯიჩანმა რომ მისი ცხოვრების სიყვარული კინაღამ ხელებში შემოაკვდა.. ჩემთვის არ
უთქვამს არაფერი, ან რაში მაინტერესებს??
უბრალოდ თავს დავანებებ ამ თემას.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now