XII თავი

818 75 30
                                    

ანას POV:

უკვე ერთი დღეა გატაცებული ვარ
ერთი, დაწყევლილი დღეა.
ჩემთვის ყოველი გასული ერთი საათიც კი ტანჯვააა.. მითუმეთეს ის
უფრო მამწუხრებს რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი, ძმა!
ესე.... როგორ ვთქვა??
ესე.. ესე ცუდად მექცევა
ჩვენს ამდენწლიან მეგობრობას ფეხქვეშ თელავს.
ის უბრალოდ ეგოისტურად იქცევა
შეეძლო რომ შემხვედროდა და ჩემთვის აეხსნა ის რის გამოც ეხლა
მოტაცებული ვყავარ, მაგრამ..
არ მოიქცა ისე როგორც მისთვის
უფრო კარგი გზა იქნებოდა..
მან მე გამიტაცა და ასევე დიდ
ტკივილსაც მაყენებს.
მე მინდოდა მისთვის დამერეკა
და მომეკითხა თუ როგორ იყო
სეულში კარგად როცა მოვეწყობოდი..
მაგრამ მან კარგად ვერ გაიაზრა თუ რას ჩადიოდა.. თურმე მთელი ბავშვობაა ვუყვარვარ, და ისე არ აღმიქვამდა როგორც დას არამედ მის
საყვარელ ქალად.
მე შემეძლო მისი გაგება.. შემეძლო..
მაგრამ იმის შემდეგ რაც მან
მისი ნამდვილი საკუთარი თავი მანახა, ეს ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელი და ძნელი მისაღები იყო.

ერთ ადგილზე ვარ მოკუნტული და გახევებული, კედლის კუთხეში. ჰაერში მძაფრი ობის სუნი ტრიალებს. ასევე სრული უკუნითი სიჩუმე არის დასადგურებული მთელს ოთახში რომელიც მაგიჟებს..
საშინელი შეგრძნებაა.. როდესაც
ასეთ დიდ საძინებლის მაგვარ
ოთახში ვარ სადაც, ფანჯარაც კი არ
არის, რათქმაუნდა არ იქნება!..
მე ხომ მიწისქვეშეთში ვარ გამომწყვდეული.

ჩემთან არავინ მოდის ნუ მათ გამოკლებით ვისაც საჭმელი მოაქვს.
უხმაუროდ გაბრუნდებიან და ისევ
ისეთი სიჩუმე დაისადგურებს...

თუ არავინ მოწყალება არ გაიღო და არ დამეხმარა აქედან ვერანაირი შანსით გავაღწევ.
რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო..
ისევ ჩემს ბედს უნდა შევეგუო??
არა არა ამას ვერ დავუშვებ
ამ ბედზე შეგუება საშინელება იქნება.

ეს ნაბიჭვარი. აქ როდემდე უნდა მამყოფოს?, მისი სახის დანახვას მირჩევნია ჭკუიდან შევიშალო
თავი დარტყმისგან ჯერ კიდევ მტკივა.. ისე ძლიერ დამარტყმევინა
იმ ქვის იატაკზე თავი..
მისი გასვლის შემდეგ წამოდგომის თავიც კი არ მქონდა მაგრამ მალევე შევამჩნიე რომ თმები სისხლიანი
მქონდა, მერე ტკივილმაც მოიმატა და ისე მეწვოდა თავი რომ მეგონა
წუთი წუთზე გონებასაც დავკარგავდი
მაგრამ გავუძელი და თავიც დავიმუშავე.. იქვე მყოფ პატარა
სააბაზანოში მდგარ ონკანთან.
რადგანაც სამედიცინო ყუთი ვერსად ვიპოვე, წყლით გავისუფთავე ჭრილობა.
შემდეგ კი მთელი საათები გაბრუებული ვიყავი..
ნამდვილად არ ვიცი ეხლა დღეა თუ ღამე რომ ზუსტი დრო დავასახელო.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now