VII თავი

1.1K 85 1
                                    


ცნობის POV:

?- ბატონო კან, გოგო ჩვენთან არის! იმ ადგილას მივიყვანეთ სადაც თქვენ დაიბარეთ!

- ძალიან კარგიი, ესეიგი.. საბოლოოდ ვიპოვე ჩემი სიყვარული...
კარგი იუნგ, შეგიძლია გახვიდე
ეხლავე მოვალ.

იუნგი- როგორც იტყვით ბოს!

თავი დამიკრა და გარეთ გავიდა
არ მჯერა რომ ის ვიპოვნე ჩემი ერთადერთი სიყვარული.
ჩემი ანა.
და ალბათ ისიც გაინტერესებთ თუ საიდან ვიცნობ მას და რატომ ვაღმერთებ ამ ქალს...

ეხლავე გეტყვით

მე კან ჯიჩანი მქვია,
მე და ანა პანსიონში ერთად ვიზრდებოდით, ყოველთვის  ვთამაშობდით და ყველგან ერთად დავდიოდით.
ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა
მეგობრულად მაგრამ მე ანას მიმართ სიყვარულს არასდროს არ ვთვლიდი მეგობრულს, ეს მაშინ დაიწყო როცა
ათი წლის ვიყავი.
ანა დღემდე სიგიჟემდე მიყვარს
მაგრამ როდესაც 18 წლის გახდა თავშესაფრიდან მის მეგობართან ერთად წავიდა.

13 წელი როცა შემისრულდა ზუსტად
მაშინ მოიყვანეს ის გოგო მგონი მარიტა ერქვა, ის და ანა საუკეთესო მეგობრები და დაქალები გახდნენ
რაც ის გოგო მოვიდა, ანა მე ყურადღებას იშვიათად მაქცევდა.
ნუ ვერვიტყოდი რომ სულ გადამაგდო იმ გოგოს გამო მე მაგრამ ხშირად აღარ იჩენდა ჩემთან თამაშის მოტივაციას.
სულ მასთან ერთად იყო, ერთად ეძინათ და ერთად ჭამდნენ.

ანას წასვლის ამბავი პანსიონიდან ორი დღის შემდეგ გავიგე რადგან გაციებული ვიყავი და ოთახიდან გამოსვლის თავიც კიარ მქონდა.

ძალიან ცუდად ვიყავი იმ დღეებში. როცა ანას ვერ ვხედავდი ჭამის სურვილიც არ მქონდა. პირს არაფერს არ ვაკარებდი და არც წყალს ვსვამდი ამავე დროს ვერც კი ვიძინებდი,
ამიტომ გადავწყვიტე მეც წავსულიყავი აქედან და ანა მომეძებნა. რამდენად გაამართლებდა მისი მოძებნა არ ვიცი მაგრამ მე მიღირდა ყველანაირად.
უკვე მიზეზი მქონდა და შემეძლო თავისუფლად წავსულიყავი აქედან..
რამოდენიმე თვეში კი ისედაც მიწევდა წამოსვლა რადგან უკვე თვრამეტის ვიყავი და აქ მეტ ხანს აღარც გამაჩერებდნენ.
მეორე დღესვე დავტოვე ის ადგილი სადაც ჩემი ბავშვობა გავატარე.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now