XXXII თავი

341 50 22
                                    

...

ყველაზე დიდი კაზინო რაც კი იქნებოდა სეულში არის იქ სადაც ბუდობს შიდა მაფიის წარმომადგენლები, იქ სადაც მიდიან მხოლოდ და მხოლოდ ელიტარული და ძვირადღირებული სახელების მქონე ადამიანები, მაგრამ ყველაზე დიდი სიმართლე ის იქნებოდა რომ გვეთქვა ნახევარი კაზინოს დარბაზი თუ როგორ იყო მათი ამაზრზენი სახეებით სავსე, სადაც როგორც ყოველთვის შოულობდნენ მილიარდებსაც კი ერთ დღეში.
აქ ასევე ხშირად სტუმრობს ყველაზე დიდი ძალაუფლებისა და ქონების მფლობელი ჩვენთვის ნაცნობი პირი
რომელსაც არამხოლოდ იქ მყოფები ადიდებენ არამედ მთელი მსოფლიოს ელიტა და საზოგადოება თავს უხრის მას, შეიძლება არ არის ქედმაღალი და ამბიციური მაგრამ ეს დიდებულება მისთვის მნიშვნელოვანია, უკეთესიც კი მისი ავტორიტეტისათვის.

დღეს იქ მყოფთაგანთვის უაღრესად რომ დიდი დღეა, ტარდება უდიდესი წვეულება რაც კი არსებობს მათ ისტორიაში, მოწვეულია ყოველი ქვეყნის წერტილიდან ყველა ცნობილი მაფიოზი თუ დიდგვაროვანი, ბოროტი თუ კეთილი მაგრამ თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, კეთილსა და სულგრძელს ვერავის შეხვდებით, იქ მოყრილი საზოგადოება დიდად არ გამოირჩევა სითბოთი და გულკეთილობით რაც ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებია თავები. უზარმაზარი დარბაზი თანდათან უამრავი ხალხით ივსებოდა გაგიკვირდებათ და აქ რამოდენიმე ქვეყნის მნიშვნელოვანი წარმომადგენლებიც კი არიან.
ასეთ დიდ კაზინოებს რაღათქმუნდა აქვს მათი პიაიპ ზონები, მათ ახლოს კი მდიდრულად გაწყობილი მოსასვენებელი ოთახებიც სადაც უმეტესად განმარტოებისათვის იყენებენ, ისეთი ხალხი რომლებსაც ასევე შეუძლიათ ვიაიპ ადგილის დაჯავშნა რაც შეძლებული ადამიანებისთვის ერთგვარი თვითკმაყოფილებაა.

მალევე იწყება დიდი წვეულება, უამრავი ხალხი იყრის თავს დარბაზში და უკვე ძალიან ბევრი მდიდარიც კოტრდება. მიდის უზარმაზარი ფულები ფსონებად, თანხის მოსაგებად ყველაფერს სწირავენ რაც კი გააჩნიათ, დიდი აურზარი იქმნება ირგვლივ მაგრამ ზოგს ეს არც კი აინტერესებთ ისე აგრძელებენ თავიანთ საქმეს რაც არ შემოიფარგლება სასიკეთო ქმედებაში რათქმაუნდა.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now