XVI თავი

1K 87 10
                                    

სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული
როდესაც აქაურობა კატის კნავილმა მოიცვა.

- ეს რა კატის ხმა იყო??

ვიკითხე ვითომ გაკვირვებით.
ჩემს ცუდ ხასიათს ეს ადამიანი თუ გამოსწორებს მხოლოდ

მარიტა- კატა?? ჰაჰ საიდან მოიტანე?
მე.. მე არაფერი გამიგია..

- როგორ არა! ნამდვილად კატის ხმა იყოო..

მარიტა- რაღაც გეჩვენება. აქ კატას
რა უნ...

დაა რაღათქმაუნდა ისევ კატის განწირული კნავილი გაისმა მთელს ბაღში, და მხოლოდ ეგ კიარა უკნიდან მის ფეხთანაც მიბაჯბაჯდა
და ებღაუჭებოდა რომ
რამენაირად მის ფეხზე აცოცებულიყო.
მარიტამ ეს შენიშნა თუ არა მისი, ფეხით უკან გაწევა დაიწყო .
თან შიგადაშიგ მე მიყურებდა რომ
ხოარ შემინიშნავს თუ როგორ გამალებით ცდილობდა კნუტის მის ზურგს უკან დამალვას.

- არა! ხმა ნამდვილად კატას ეკუთვნის რომელსაც შენს უკან
მალავ არა?

ვუთხარი მშვიდი ხმით და თვალებში ჩავხედე როდესაც წამსვე
თავი დაბლა დახარა და არ იცოდა სად წასულიყო..

მარიტა- მე... ძალიან გთხოვ..

- რას მთხოვ??

მარიტა- დავიტოვებ რაა..

ამოიწკმუტუნა და ხელებს ნერვიულად იზელდა, ხანდახან
თვალებშიც შემომხედავდა.

- არანაირად! მძულს ცხოველები
მითუმეტეს კი.. კატები
ამაზრზენები არიან.

ბოლო სიტყვები გამოცრით და მკაცრად წარმოვთქვი, ისე რომ კარგად გაეგო ამ სიტყვების მნიშვნელობა.
კნუტი სწრაფად ხელში აიყვანა მის მოსაცმელში გაახვია და
გულზე მიიხუტა.

მარიტა- არა! მას შენ კიარა მე ვიტოვებ.
არ შეგაწუხებს ოთახში მეყოლება...
გთხოვ..

- ჩემს სახლში ხომ იქნება არა??
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელ ოთახში ან კუთხეში გეყოლება, ის ხომ მაინც ჩემს სახლში იქნება!

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now