VI თავი

1.1K 103 18
                                    


მარიტას POV:

როდესაც ოთახში გამომკეტა
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, თითქოსდა ამ ადგილას ჟანგბადი გამოლეულიყო..
ბინძური ნესტის სუნით ამყრალებული ოთახი სულს მიხუთავდა და თან ეს სიბნელე  ემატებოდა ჩემს ნერვიულობას.
წეღან მეგონა რომ ის ცხოველი რაიმე ცუდის გაკეთებას მიპირებდა რასაც წარმოვიდგენდი, მაგრამ ასე არ მოხდა. კიდევ კარგი თორე უკვე ცუდად ვიყავი.
და ნეტავ ეხლა ცუდად არ ვარ?
ვცდილობ თავი დავიმშვიდო მაგრამ ეს საშინლად არ გამომდის.
მან უარეს ადგილას შემომიყვანა.
იქ უფრო კარგად ვსუნთქავდი
ეხლა კი მხოლოდ კარის პატარა ჭუჭრუტანიდან შემოდიოდა შუქი.

ეს ოთახი იმაზე პატარა სივრცეა სადაც წეღან ვიყავი, ეს პრეტენზია არ არის!
ეს შიშია, ჩემი ყველაზე დიდი შიში
კლაუსტროფობია მჭირს.
სიბნელეში და პატარა სივრცეებში პანიკაში ვვარდები. მისი დასრულება კი მინიმუმ ჩემი გონების დაკარგვით
ხდება მხოლოდ.

სწრაფად წამოვდექი ძირიდან კარებთან მივვარდი და ხელებით ხმაურიანად რტყმა დავუწყე კარებს.
თანდათან მიძლიერდებოდა შიში,
მელანდებოდა რომ უკან ვიღაცეები იარებოდნენ, ცრემლები წამსკდა და
ავკანკალდი ძალა აღარ მქონდა...
ტირილით ვეძახდი რომ კარები გაეღო ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი მაგრამ ის არსად ჩანს
უკვე ისე მეშინოდა სადაცაა გული წამივიდოდა

- ჯიმინ გთხოოვ!.. კარები გააღე
ჯიმინ! ძალიან მეშინია, გთხოვ კარები გააღე აან შუქი მაინც ამინთეეე!!!
შენი დედაც!! არაადამიანოოო!!!
ცხოველოოო!... ნაბიჭვაროო!
ეხლავე გააღე კარებიი!..
ჩემი ხელებით მიგახრჩობ აქედან თუ გამოვედი!!

გაბრაზებული ათას სალანძღავ სიტყვას ვისვრიდი.

უკვე ძალიან ცუდად ვიყავი ხმა ჩამიწყდა ტირილის გამო
ვგრძნობდი რომ გული მიმდიოდა.
მაგრამ მე ძახილს და ხელების ბრახუნს არ ვწყვვეტდი ბოლომდე. იქნებ გაეღო, იქნებდა შევცოდებოდი.. მეზიზღება ის განცდა რომ ხვდები თუ სხვას როგორ ებრალები,
მე არ მჭირდება მისი სიბრალული მაგრამ ეხლა ისეთი გამოუვალი სიტუაციაა რომ არ შემიძლია უარის თქმა დახმარებაზე.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now