XXVII თავი

545 61 27
                                    

...

- ადამ?

ჯერ კიდევ შოკისგან ძლივს ამოილაპარაკა გოგონამ სიტყვა ჩურჩულით. თითქმის გაუგებრად
მაგრამ რაც მთავარია ბიჭის ყურებს ხომ მისწვდა გასაგებად ლაპარაკი რომელიც მის ცამდე გახარებას იწვევს. მარიტას სხეულს ფრთხილად ცოტათი შორდება და დაკვირვებით
ათვალიერებს მონატრებულ დედმამიშვილს. გულში სითბო ეღვრება გოგონას დანახვაზე და
თვალებში ცრემლები უგუბდება
რადგან აანალიზებს რომ მისი დიდ ხნიანი ძებნა მისთვის არ დარჩენილა უშედეგოდ

ადამი- მეგონა.. მეგონა რომ ვერ მიცნობდი, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა.. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემო ცისარტყელა შენი პოვნით
მიხარია რომ უვნებელი და სახსალამათი გნახე..

ამბობს აკანკალებული ხმით და მარიტას კვლავ თბილად იკრავს გულში, ხელს თავზე მსუბუქად ატარებს და მოწყვეტით კოცნის შუბლზე, მაგრამ მაშინვე ეცვლება მომღიმარი სახე როდესაც დის გავარვარებულ შუბლს ეხება მისი ტუჩები. თვალები ოთხად უფართოვდება, შეშინებულ მზერას ავლებს გოგონას სახეს
რადგან ამასთან ერთად უჩვეულოდ ჩუმადაც კია, თან ღრმად ამოაყოლებდა ხოლმე სუნთქვას უჰაერობისაგან.
ბიჭის ხელებში ისე კანკალებდა თითქოსდა მყინვარე ქარბუქში დაეყენებინათ სასიკვდილოდ, თანდათან იმასაც ამჩნევდა თუ როგორ ასხამდა ცივი ოფლი კანზე.

ადამი- ცხელი ხარ!.. ძალიან ცხელი
ჩემო ცისარტყელა, რა გჭირს!?თვალებში შემომხედეე

ხელებს ცხელ ლოყებზე და თავს ზევით აწევინებს თავჩაქინდრულ გაბრუებულ გოგონას, თვალებს ვერ უსწორებს ბიჭის მზერას უსწორმასწორო ხედვის გამო, ყველაფერი ათად ეჩვენებოდა
ხმას ვერ იღებდა იმდენად ეხვეოდა თავბრუ და ებინდებოდა მზერა.
ცდილობს თავისხელში აყვანას და ეხლანდელი სიტუაციის გაანალიზებას მაგრამ არაფრით გამოსდის, ძმის სხეულს ეყრდნობა მთელი ძალით რო არ წაიქცეს
ათრთოლებული, დაბინდული გონებით. უნდა რომ მოეხვიოს და ხარბად შეისუნთქოს მონატრებული ძმის ტკბილი სურნელი მაგრამ ეხლა უბრალოდ სიტყვის თქმის ძალაც
კი არ აქვს.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now