XXIII თავი

770 63 40
                                    

იუნგის POV:

რამოდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი მისია საბოლოოდ დავასრულე.
ხუთ წლიანი ჯაშუშობა
ანას გამოჩენით დასრულდა.
ვიპოვეთ კან ჯიჩანის სუსტი წერტილი და ბოლო მოვუღეთ მას.
ჩემი დავალება თავდაპირველად იყო
მის მამასთან, მთავარ ძაღლთან
შეპარვა და მისი კეთილგანწყობის მოპოვება შემდეგ კი
მისი განადგურება რათა ის წილი
დიდიძალი ქონება რაც გააჩნდა
ისევ, დიახ ისევ დაგვებრუნებინა.
რათქმაუნდა რასაც ფლობდა
ყველაფერი უკანონოდ ჰქონდა მითვისებული, ის ძვირად ღირებული კომპანიები რომლებიც ჩემს
მთავარ ბოსს, პაკ ვონჰეს ეკუთვნოდა.
მისი ვერაგობით  მოახერხა
და შეძლო ხელში ჩაეგდო, მიეკუთვნებინა არალეგალურად,
ბოსის ნახევარი წილი
ქონების მითვისება.
გადავწყვიტეთ რომ საბოლოოდ წაგვერთმია ის ყველაფერი რაც გააჩნდა და ისიც რომელიც მისი შრომით ჰქონდა მოპოვებული მაგრამ
არამგონია რამე ჰქონოდა
ისეთი ღირებული რომ ჩვენთვის აენაზღაურებინა.
ბოლო წვეთამდე უნდა გამოგვეცალა
ყველაფერი რაც კი საარსებოდ
გააჩნდა.
შურის ძიება გარდაუვალი იყო
ეს ოდესმე მაინც მოხდებოდა, ამიტომაც მე, მინ იუნგის დამავალეს
მისია მომეკლა
კან დოგვა. ( ჯიჩანის მამა )
თავიდან მოგვეშორებინა,
მალევე ისე ჩაძაღლდა რომ მე არც კი დამჭირვებია მისი მოშორება.
საქმე ძალიან გაგვიადვილდა
და დავიწყეთ იმ მიწების თავიდან შესყიდვა, გადაფორმება ასევე
უკვე ყველაფერი მზად გვქონდა
მაგრამ ზუსტად იმ დაწყევლილ დღეს გამოჩნდა მისი მემკვიდრე
ვაჟი, რომელმაც მთელი გეგმები წყალში ჩაგვიყარა.
ყველაფერი სრულიად შეიცვალა
და მოგვიწია თავიდან წარგვედგინა
შეგვემუშავებინა ახალი გეგმა,
მეგონა არ იქნებოდა ისეთი ნაბიჭვარი როგორიც მამამისი იყო..
და როგორ მწარედ შევცდი ამაში
კან ჯიჩანი მამაზე უარესი გამოდგა,
აფერიტი მელაა,
მომიწია ისე მივდგომგომოდი ამ საქმეს რომ თითქოსდა მათი ყურმოჭრილი მონა ვყოფილიყავი.
თავიდან არ მენდობოდა,
ეჭვის თვალით მიყურებდა
მაგრამ ბოლოს მოუწია ჩემზე ნდობა გაეზარდა, მე ხომ მისთვის ტყვიას შევუშვირე თავი.
რათქმაუნდა ეს არ იყო სიმართლე
და ჩემს თავს სასიკვდილოდ არ გავწირავდი მისი გულის მოსაგებად.
იმ დროს კი ეს თამაში მისთვალწინ ძალზედ საჭირო გახლდათ.
ასე გაგრძელდა რამოდენიმე წელი
ჯაშუშობაში.
მე ხომ მასთან ყველაზე ახლოს
ვიყავი, აქედან გამომდინარე კი
რა ინფორმაციაც მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო ამ საქმისათვის
ჩემს ბოსთან გამქონდა.

| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧Where stories live. Discover now