დილა: 09:35 წთ
ვერ ვიტყოდი რომ ეს დილა ბრწყინვალედ და შესანიშნავად დაიწყო მეთქი მაგრამ როდესაც მქონდა მიზეზი მეღიარებინა ეს საკითხი რეალური თვალსაზრისით, რომ ზუსტადაც ბრწყინვალეა ჩემს პატარასთან ერთად ახალი მშვიდობიანად გათენებული მზიანი დღე, მარწმუნებდა იმაში რომ უიღბლო სულაც არ ვიყავი. ამასთან ერთად კი ძალას და მოთმინებას მმატებდა ის ადამიანი რომელიც ვიცოდი რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა და არის ეხლა კიდეც. დილაადრიან პალატაში დატვირთული ხელებით რომ სცადა შემოპარვა, თავიდან არც კი მჯეროდა დანახულის, ჯერ კიდევ სიზმარი მეგონა ეს ყველაფერი მაგრამ არა, ჩემს თავს დატრიალებული ყოველი ცუდი თუ კარგი მომენტი სრულიად რეალობა იყო რაც ერთი შეხედვით დადებითი მხარეებიც მოჰქონდა. უამრავი ცისფერი ბუშტებითა და საჩუქრებით ფრთხილად მისიარულე ჩემთვის სიურპრიზის მოსაწყობად ირჯებოდა, მე კი ჩემი გატეხილი ძილის გამო ყველაფერი წყალში ჩავუყარე, გული ორივეს დაგვწყდა მაგრამ ეს არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას, ისეთი გახარებული და აჟიტირებული ვიყავი იმ მომენტში რომ ეხლაც კი თან მდევს სახეზე მოუშორებელი ღიმილი. არც კი ვიცი რით დავიმსახურე ეს ყველაფერი, ზუსტად რომ დროულად გამომიგზანეს ანგელოზებმა მისი თავი, მაგრამ ერთდროულად წამართვეს და მაჩუქეს ჩემი საყვარელი ადამიანები.
თანდათან კარგად ვხვდები თუ როგორი შეუვალია ეს სამყარო თავისი წუთისოფელით რომლებშიც უმეტეს წყვლილს ბოროტება იღებს თავზე, ის შეუცნობელი დედაბუნება კი თავისი სიდეადით მით უფრო მანცვიფრებს რაც უფრო დრო გადის სამყაროს.. ჩემს გარშემო.გვერდიგვერდ მჯდარი მშვიდად მივირთმევთ საუზმეს, ლინოს ტკბილად ჭამის ხმის ფონზე რომელსაც მალევე ჩემს მკერდზე საყვარლად ეძინება პირღია, იგივე ნაირად როგორც იუნგის ძილის დროს... მე მისთვის შანსის მიცემას ჯერ კიდევ ვერ ვბედავ, მიუხედავად იმისა რომ ვგრძნობ თუ როგორ ლღვება ჩვენს შორის უზარმაზარი აისბერგი რომელმაც ერთ დროს ჩაგვძირა მაგრამ ეხლა მისგან მხოლოდ წყლის წვეთები რჩება.
ვცდილობ არ ვიფიქრო მასზე და საერთოდ იმ თემებზე სადაც ის არის გარეული მაგრამ ვიცი რომ ასე ადვილად არ მოშორდება ჩემს გონებას, ამ ხნის მანძილზე ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა და აღარ გამეხსენებინა ის, აღარ ყოფილიყო ჩემი ცხოვრების არეულობის მთავარი მიზეზი მაგრამ ბედმა ისეთი ოინი მომიწყო რომ პირდაპირი მნიშვნელობით მიმაწება კიდევაც მასზე.
YOU ARE READING
| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧
Romanceორი მეგობრის საოცრად ამაღელვებელი და სიურპრიზებით სავსე ცხოვრების გზა სამხრეთ კორეაში. უამრავი დაბრკოლებებითა და ტკივილით სავსე კიბეები რომლის ავლაც ყველანაირ შემთხვევაში მოუწევთ. მათი მიზნები და ოცნებები სულ სხვა რეალობაში მოექცევა იქ სადაც არ არსე...