" სამყაროს დასალიერშიც რომ სცადო შენი ბედისწერისაგან გადამალვა თავის ასარიდებლად ის მაინც გიპოვის და საბოლოოდ აღასრულებს თავის საქმეს "
***
18.08.2023ერთი ჩვეულებრივი დღე...
ერთი ხელმოცარული დღე...
ერთ და მხოლოდ ერთადერთი განუმეორებელი დღე იქცა სამყაროსათვის ერთდროულად სიკვდილთან შეხვედრისა და ახალი სიცოცხლის დაბადების წუთებად.
მოუსმინეთ დღეს ქარის უცნაურ შრიალს რომლებიც ამაღელვებელ ახალ ამბავს გვჩურჩულებდნენ ყურებში? დაუგდეთ ყურიი წვიმის ტირილს თუ როგორ განიცდიდა კიდევ ერთი ადამიანის წასვლას ამ სამყაროსგან სამუდამოდ?
უყურებდით მოკაშკაშე ვარსკვლავებს რომლებიც ახალი სიცოცხლის დაბადებისას ორმაგად კაშკაშს იწყებდნენ? მაგრამ დღეს განსაკუთრებით აკაშკაშდებოდა ერთ-ერთი ვარსკვლავი ღამის მოწმენდილ ცაზე და მზესაც კი დაჯობნიდა მისი თვალისმომჭრელი ნათებით რომლის მიღმაც ბევრმა არ
იცის რა იქნებოდა ან ვინ იქნებოდა...***
გაშეშებული სხეული მაშინ მოდის გონს და აცნობიერებს მომხდარს როდესაც უეცარი ხმამაღალი გასროლა და თავის ფეხებთან მძიმედ დავარდნილი სხეული არ იქცევს მის ყურადღებას, გაუსაძლისად იქცა მისთვის იმ სურათის დანახვა რაც პირდაპირ წინ ეშლებოდა გონებასა და ფიქრებს. უცნაური ხმა რასაც ის უშვებდა პირიდან ვერ ხვდებოდა რა იყო რადგან საღი გონება აღარც კი შერჩენოდა იმ მოვლენებიდან გამომდინარე რაც ზუსტად მის წინ ტრიალებდა ავბედითად. ერთჯერ დახამხამებული თვალები ყველაფერს ცვლის წამებში, მის ცივ კანზე მომდინარე ცხარე ცრემლები ერთვოდა ათრთოლებულ ხმას და აკანკალებულ სისხლიან ხელებს რომლებიც ბიჭის გულზე აჭერდნენ მჭიდროდ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მაგრამ ამისთვის უკვე ძალიან გვიანი იყო
- არა! არა... არა გთხოვ აარა!...
მთელს ხმაზე მოთქვამდა გამოფიტული და უსულო სხეულისათვის დიდი განმგმირავი ჭრილობით გულთან, კვლავ ცდილობდა უხვი სისხლდენა შეეჩერებინა, რამაც მისი თეთრი გვირილებიანი კაბაც შეღება მუქ წითელ ფერებში.
YOU ARE READING
| გატაცებული | ❧ . 𝑱. 𝑴. ❧
Romanceორი მეგობრის საოცრად ამაღელვებელი და სიურპრიზებით სავსე ცხოვრების გზა სამხრეთ კორეაში. უამრავი დაბრკოლებებითა და ტკივილით სავსე კიბეები რომლის ავლაც ყველანაირ შემთხვევაში მოუწევთ. მათი მიზნები და ოცნებები სულ სხვა რეალობაში მოექცევა იქ სადაც არ არსე...