6

274 23 46
                                    

ერთი თვე გავიდა ინციდენტის შემდეგ, ჰეიზელი დღითიდღე ვერ უმკლავდებოდა, ვერ ეჩვეოდა სიცარიელეს, თეჰიონი ცდილობდა ყველანაირად გაეხალისებინა ან გაერთო მაგრამ არ გამოუვიდა, ბიჭების ნახვაც აღარ ახადებდა, მთელი დღე ოთახში იყო გამოკეტილი არ ჭამდა და დღედაღამ ტიროდა, უკვე იმ დონემდე იყო მისული თავის მოკლვას აპირებდა მაგრამ ამისთვისაც სუსტი აღმოჩნდა....

სკოლის ახალი სსმესტრი დაიწყო, ჰეიზელი იძულებული გახდა მთელი ღამე ნათევი მომზადებულიყო და სკოლაში წასულიყო, დიდი ხანია გარეთ არ ყოფილა მაგრამ მიეჩვეოდა მალე ალბათ.
სკოლა არ შეუცვლია ისევ ძველ სკოლაში დაბრუნდა.

.....

ჰეიზელს სკოლაში განსაკუთრებულად ექცეოდნენ ეს კი მას აღიზიანებდა, არ უნდადა ვინმეს სინანულის ან სიცოდვილის გრძნობა გასჩენოდა.
ბიჭებიც კი, კაფეტერიაში თავზე ევლებიდნენ. ბოლოს ვეღარ მოითბინა და ამოასხა.

-რა ხდება? არ მეჭრდება თქვენი მზრუნველობა არ ვარ საცოდავი.–სხვა ცარიელ მაგიდაზე გადაინაცვლა მაგრამ ჯეი მიუჯდა ისევ.

-მისმენ ჰეიზელ... ვიცი რაც გრძნობ. ვიცი როგორ ხარ ახლა, დამიჯერე.

-რა იცი ჯეი?

-დედაჩემიც გარდაიცვალა–ჰეიზელმა აწყლიანებული თვალებით გახედა ჯეის.–ვიცი რომ არ გინდა სხვას ეცოდებოდე, ან არ განიცდიდე ტკივილს, ეს კი შეუძლებელია.

-ჯეი ვწუხვარ–მიეხუტა, ტირილი დაიწყო და ცრემლებით ჯეის მაისურს ასველებდა.

-იტირე მოგეშვება—თმაზე ეფერებოდა და თან მეჭიდროდ ეხვეოდა–აბა... დღეს ვიფიქრე ხომ არ გაგვესეირნა პატარა ქლაბტონო?

-ჩვენ?

-კი, მე და შენ.

-კარგი—გაუღიმა და ცრემლები მოიწმინდა.

-კარგი მაშინ სკოლის მერე გნახავ პრინცესა–ლოყაზე აკოცა გოგოს და მაგიდიდან ადგა, ჰეიზელი აწითლდა და ლოყაზე ხელი დაიდო, უფრო მეტად გაწითლდა როცა სონჰუნის გაღიზიანებული სახე დაინახა.

TeensWhere stories live. Discover now