15

148 20 40
                                    

გადავწყვიტე რომ ჯონვონი ჩემთან უნდა დარჩენილიყო, უარზე იყო მაგრამ ძალით დავტოვე, სანამ სოოჰა დაბრუნდებოდა ოვერსაიზი შორტები და მაისური ვათხოვე და საწოლში ჩავწექით, კომპიუტერში  ფილმი ჩავრთეთ და სნექებთან ერთან ვუყურებდით, თან ფილმის პერსონაჟებს ვაკრიტიკებდით.

ფილმი შუამდეც არ იყი მისული რო სოოჰა შემოვარდა გიჟივით ოთახში და გაკვირვებული იყურებოდა.

-აქ რა ხდება?

-მე და ჯონვონი  ფილმს ვუყურებთ და ვწევართ, შენ როგორ გაერთე სოოჰა?

-რავი კარგად–მხრები აიჩეჩა– რას უყურებთ? მეც მაყურებინეთ.–ჯონვონს გვერდით მიუწვა და ხელები წელზე შემოხვია.

-სოოჰა მაპატიე ამ ერთხელ მარა ჯონვონი ჩემთან რჩება და შენ თუარ შეწუხდები დივანზე დაიძინე რა.

-რაა? შენ დაიძინე დივანზე მე და ჯონვონი აქ დავიძინებთ.–ჯონვონს ცოტათი ბოროტულად ჩაეცინა და ჩიფსი პირში ჩაიყარა.

-მე ჰეიზელთან ვარ სოოჰა და არა შენთან, არ გეწყინოს–გაეცინა, სოოჰა კი გაბრაზებული გავარდა ოთახიდან.

-რა სულელი გოგოა.

-ცოტა კი–გამეცინა, მალე კი ოთახში თეჰიონი გვივარდება.

-ჰეიზელ რა საქციელია?

-რა თეჰიონ?

-მამა ოთახიდან გამომაგდო–ვითომ დამწუხრებულმა სოოჰამ ჩაილაპარაკა.

-მამა?–დავეროჟე.

-ჰეიზელ გთხოვ, სოოჰას ნორმალურად მოექეცი არ გვინდა ჩხუბი, დივანზე ვერ დაიძინებს.

-რატომ ვერა?

-ზედმეტს ნუ მალაპარაკებ, როგორმე ჩამიწვინეთ სოოჰა.

-კარგი! თუ ეგრეა თეჰიონ–ავდექი და ჯონვონიც ავაყენე, პლედებს ხელი დავავლე.–დაწექი სოოჰა.

-მადლობა მამა–სოოჰამ ლოყაზე აკოცა თეჰიონს, მე კი თეჰიონს უხეშად გავკარი მხარი და გაბრაზებული ჯონვონთან ერთად მისაღებში ჩავედი და დივანზე დავჯექი.

TeensWhere stories live. Discover now