10

180 25 5
                                    

_ჰეიზელი_

ვიღაცის გამაღიზიანებელი კისკისი მათვიძებს, ვიფიქრე თეჰიონს ჰყავს ვინმე მოყვანილი თქო, მაგრამ როცა თვალები გავახილე და არც ოთახი მეცნო და არც გარემო ისევ რეალობას დავუბრუნდი. ხმა მისაღებიდან გამოდიოდა, ჯეის ჯონვონის და სონჰუნის კისკისი ისმოდა და არა მხოლოდ მათი.

ავდექი სახე დავიბანე და პიჟამოებით გავედი მისაღებდი, იქ კი ასეთი სურათი დამხვდა, ბიჭები გამოპრანჭული ზიან, სიგარეტს ეწევიან და მაგარი ტიპების როლს ირგებენ, გვერდით ორი ქერა და შავგრემანი გოგო ჰყავთ ატუზული, ლამაზები მაგრამ საშინელი მზერით.

-გამარჯობა–გვაუღიმე და გვერდით მივუჯექი სონჰუნს, ყავა მოვუსვი და გოგონებს გავხედე, შემდეგ კი სონჰუნს.

-გამარჯობა–იმათმაც გამიღიმეს და ერთმანეთს გადახედეს.

-გოგონებო, ეს ჰეიზელია, ჰეიზელ ეს მინა და სარა არიან, ჩვენი მეზობლები, გაცვლითი პროგრამით არიან ჩამოსული იაპონიაში.

-მართლა? რა კარგია–გავუღიმე.

-ჰო, მაგრამ წელს ბოლო წელი გვაქვს და ამიტომ დატვირთულები არ ვართ.

-მშვენიერი, მაშინ დავმეგობრდეთ ჩვეც

-აუცილებლად–გვერდით გადავუჯექი და სონჰუნი ავათვარიელე, ისიც მიყურებდა და შიშველ ფეხებზე მზერას არ მაშორებდა.

-ახლავე გამოვიცვლი და მოვალ.–წამოვექი და ოთახში გავედი, საშინაო შორტები და მაისური ჩავიცვი, თმები დავივარცხნე და ისევ უკან დავბრუნდი.

-ჰეიზელ მოდი–თითებით მანიშნა მასთან მივსულიყავი და გვერდით დავმჯდარიყავი სონჰუნმა, მე კი ავდექი და ჯეისთან დავჯექი, სადაც კარგად შემეძლო მისი დანახვა. წარბები შეხრა და თვალები აატრიალა, მე კი ჯეის ხელი გადავხვიე.

-შეყვარებულები ხართ?—გვკითხა მინამ და გამოგვხედა.

-არა! არ არიან!–დამასწრო ჯონვონმა და მკვლელი მზერა მაჩუქა, მე კი თვალებით ვანიშნე სონჰუნზე და ეგრევე მიმიხვდა.

TeensWhere stories live. Discover now