1.

1.9K 57 10
                                    

- მივდივარ. - ამბობს შავგვრემანი და პირდაპირ თვალებში უყურებს მის წინ მდგომ მამაკაცს. - შენ! შენ, ბატონო პაკ, შენივე ქმარმა გამოგიჭირა ქერა, რუს, დედააფეთქებულ ალქაჯთან! ნუთუ უარყოფ?! - მამკაცმა პირი გახსნა რაღაცის სათქმელად, მაგრამ შეაწყვეტინეს. - გაბედე! გაბედე და უარყავი! - ყვირის შავგრემანი, მუშტს მაგიდას ურტყამს და კარს მთელი ძალით იჯახუნებს.

- შენ ვერ წახვალ ჯეონ, - თავდაჯერებულად ამბობს პაკი და სავარძელში თავსდება. - მანამ, სანამ მე არ მოგცემ წასვლის უფლებას.

**

- გაუმარჯოს. - შავგვრემანი ხელს არტყამს მეგობარს და დივანზე თავსდება.

- სალამი, მეგობარო. - ღიმილით ეგებება ბიჭი და მის გვერდით ჯდება. - აბა, რას აპირებ? ისევ უნდა ჩაფლავდე? - დასცინის და მუჯლუგუნს ჰკრავს.

- გეყოფა ჯისუნგ. - კაი ბოდიში. ახლა სერიოზულად, ამჯერად რომელი კომპანიაა? - ეკითხება და ადგილიდან დგება. - ლუდი? - სთავაზობს ბიჭს, მაგრამ უარობს.
- დღეს ვერ დავლევ, ხვალ გასაუბრებაა. კომპანიას PJ Entertainment ჰქვია, საკმაოდ ცნობილი გახდა ბოლო წლებში.

- მოდი ვაღიაროთ გუკი, 4 წელია ცდილობ რომელიმე კარგ კომპანიაში მოეწყო, მაგრამ არაფერი გამოდის. რაც პაკს გაშორდი, სულ დაკარგე ფასი.
საერთოდ რატომ დაქორწინდი მასზე?

- კარგი რა, მაშინ სულელი ბავშვი ვიყავი და გაცნობიდან მალევე გავყევი, რადგან მომწონდა. არ ვიცი, სიყვარული არ ყოფილა, უბრალოდ ბავშვური ახირება და გატაცება.

- ქორწინება სახუმარო არ არის, ჯეონ.

- ვიცი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. წარმოიდგინე, - ბიჭმა პატარა პაუზა გააკეთა, გადაიხარხარა და გააგრძელა. - ქორწინებიდან ორ თვეში ვიღაც რუს ბოზთან შევუსწარი ჩვენს საძინებელში.

- და ამის გამო დაანგრიე ყველაფერი. და იცი? რაღაც სულ ეჭვი მქონდა იმაზე, რომ პაკმა ასე მარტივად გაგიშვა. ტიპი სიყვარულს გეფიცებოდა და ასე უბრალოდ გიღალატა?

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now