13.

341 39 2
                                    

გადის კვირები და ჯონგუკი დაკისრებულ სამუშაოს მშვენივრად ართმევს თავს.
კლიენტი ესკიზებით კმაყოფილი რჩება. პროექტს ადგენენ და სასწრაფო წესით იწყებენ მშენებლობას.
მიმდინარე პროცესს კი ჯონგუკი შიგადაშიგ ავლებდა თვალს.
დარწმუნებული იყო, რომ მისი პირველი პროექტი არ ჩაფლავდებოდა.

გადიოდა თვეებიც და ჯიმინის და ჯონგუკის გზები არ იკვეთებოდა.
ჯონგუკი ღელვას იწყებდა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
ცდილობდა ყველაფერი უბრალოდ დაეკიდა, სამუშაოზე კონცენტრირებულიყო და ისევ ისე ეცხოვრა, როგორც ადრე. ჯიმინის გარეშე.

**

- მშენებლობა როგორ მიდის? - ეკითხება ჯისუნგი და თან თმას იყენებს, რადგან პაემანზე მიდის.

- ჯერ არაფერია გაკეთებული, მაგრამ ვფიქრობ საქმე კარგად მიდის, ამიტომ აზრი არ აქვს ჩემს მისვლას. ჯამში, კარგი გამოვა. - იღიმის და მეგობარს ეხმარება.
- მგონი ასე უკეთესია. - ჯონგუკი წინამოს მაღლა უწევს. ახლა ჯისუნგი სხვანაირად გამოიყურება. მისი ლამაზი შუბლი თვალებთან ერთად იკვეთება და სახის პროპორციას ხიბლს მატებს. ასე უფრო უხდება.
მართალია, რომ თმა ყველაფერს ცვლის.

- გუკ. - კართან ჩერდება ჯისუნგი. - აპლიკაცია ხომ წაშალე? - ეჭვით კითხულობს. ჯონგუკი თავს უქნევს. - ვხედავ რომ რაღაც გაწუხებს. იცოდე, გარეთ გასვლა არ გაბედო. 2-3 საათში დავბრუნდები და სახლში თუ არ დამხვდები.. - დედაჩემი ხარ ჯის? - აწყვეტინებს მობეზრებით ჯონგუკი. - არაფერი არ მაწუხებს. თავს მშვენივრად ვგრძნობ. ზედმეტად ბევრს ფიქრობ და სწორედ ეგ არის შენი პრობლემა. - ჯისუნგი არაფერს პასუხობს. ქურთუკს იღებს და კარს აჯახუნებს.

ჯონგუკი მიხვდა. მან ჯისუნგს აწყენინა. ის ხომ უბრალოდ მასზე ზრუნავს.. მაგრამ ჯონგუკს არ უნდა რომ ვინმე მის ცხოვრებაში ჩაერიოს. უნდა რომ მარტო იყოს, მაგრამ თუ მისი სიდებილის გამო ჯისუნგს დაკარგავს, თავს ვერ აპატიებს. ის მისი ერთადერთი მეგობარია.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now