11.

368 35 15
                                    

ჯიმინის სახლიდან გამოვარდნილი ჯონგუკი მაშინვე ჯისუნგს ურეკავს, რომ მიაკითხოს.

ის ფეხებს უყურებს. მას ცალ-ცალი ჯიმინის ოთახის ჩუსტი აცვია.
ისეთი სისწრაფით გამოიქცა, რომ ფეხებზე არ დაუხედავს. რაც თვალწინ მოხვდა ის ჩაიცვა.

10 წუთში ჯისუნგი ჯონგუკს აგნებს და მანქანას აჩერებს.
- ჩახტი. - ჯონგუკი არ ყოყმანობს და მის გვერდით იკავებს ადგილს.
- რა იყო, წყვილი ჩუსტი არ ჰქონდა ამხელა ვილაში? - ცდილობს დასცინოს, მაგრამ ჯონგუკს სერიოზული სახე აქვს და მისი თვალები მხოლოდ გზას უყურებენ. - კა-ააარგი. - წელავს ჯისუნგი და გზას მშვიდად აგრძელებს. კითხვებს არ სვამს.
ელოდება ბიჭი როდის დაიწყებს თვითონ.
ჯონგუკი ცალ-ცალ ჩუსტს იძრობს და ფანჯრიდან ყრის.
ჯისუნგი არაფერს ამბობს.

გადის წუთები.. ის ჩუმადაა.
ნახევარი საათი.. ისევ ჩუმადაა.

ისინი კორპუსის ავტოფარეხში ჩერდებიან.  ჯონგუკი შიშველი ფეხებით მიაბიჯებს სადარბაზოში.
შიშველი ფეხებით შედის ლიფტში და საჭირო სართულს უთითებს.
ჯისუნგი უკან კუდივით მიყვება.

ჯონგუკი კარის კოდს კრეფს და სახლში შედის.

- მორჩა! - ყვირის ჯისუნგი. - დროზე დივანზე! ოთახში არ გამოიკეტები! - მისმა სიტყვებმა ბრძანებასავით გაიჟღერა.

ჯონგუკი ისედაც დივანზე აპირებდა დაჯდომას, მაგრამ მანამდე უბრალოდ წყალი უნდოდა.
წყალს იკიდებს და დივანზე ჯდება.
ჯისუნგი გვერდით უჯდება.

- შენი დუმილი ძალიან მაღიზიანებს. უბრალოდ ამოღერღე ყველაფერი! - ოხრავს.

ჯონგუკი ფეხებს იჯვარედინებს და იწყებს: - მან მაკოცა.

- ისევ. - ცალ წარბს წევს.

- ხო ისევ. მაგრამ ეს სხვანაირი იყო. ის კოცნა არ მახსოვს, ამის დედაც! უბრალოდ შესიებული ტუჩებით დავასკვენი რომ იმ დედააფეთქებულ დღესაც მაკოცა!
რადგან მაგ დღეს მის მეტი არავინ მინახავს. - ყვირის ჯონგუკი.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now