9.

404 45 28
                                    

- რა ხდება? - გაკვირვებული უყურებს მინჰო გაფითრებულ ჯონგუკს. - ერთმანეთს იცნობთ?

- არც მთლად. უბრალოდ გუშინ ლამის მანქანა დავაჯახე, შემდეგ კი ყავაზე დავპატიჟე დანაშაულის გამოსასწორებლად. - არხეინად იტყუება იუნგი, მაგრამ არის მასში სიმართვლის მარცალი. კაფეში ყავა მართლა დალიეს.

- მანქანა. ხო, ხო, მანქანა, რა თქმა უნდა. - იცინის ჯონგუკი და ხელს ართმევს. - ჯეონ ჯონგუკი, პაკის პირადი ასისტენტი.

- მინ იუნგი, ჯიმინის ახლო მეგობარი. - თვალს უკრავს იუნგი და უღიმის.

  ბიჭები დივანზე ინაცვლებენ. ჯიმინი ამზერით უყურებს ჯერ იუნგის, შემდეგ კი ჯონგუკს. რატომღაც არ სურს იმის დაჯერება, რაც იუნგიმ თქვა, მიუხედავად იმისა რომ ეს ძალიან უნდა.
გადაწყვიტა რომ სტუმრების გაცილების შემდეგ ჯონგუკს დაელაპარაკებოდა.

გადის ნახევარი საათი. ბიჭები ისევ თამაშობენ, თან მუსიკას უსმენენ. ჯიმინი ფიქრებშია დაკარგული და იქიდან ვერ ამოდის, ჯონგუკი კი თვალებში უცინის მინჰოს და ჰოსოკს.
პაკი ამჩნევს რომ ის იუნგის თავს არიდებს.

- ბიჭებო, ვწუხვარ მაგრამ, ვფიქრობ დროა დავიშალოთ. სამუშაო გვაქვს. ჯონგუკი აქ ამისთვის მოვიდა. - ამბობს ჯიმინი და ჯონგუკს უყურებს, რომელიც თითქოს შვებით ისუნთქავს და თვალებით ჯიმინს მადლობას უხდის.

ბიჭები ბუზღუნებენ, მაგრამ მაინც იწყებენ აშლას.
ჯიმინი მათ გასაცილებლად წინ მიდის.
მინჰო მხარზე ხელს ხვევს და ჩურჩულებს. - ძმაო, ის კარგია. ხშირად მოიყვანე. კარგად თამაშობს, თანაც საყვარელია. - თვალს უკრავს მეგობარს. პაკი ხელს აშვებინებს და კარს უღებს.
- შეხვედრამდე.

  ჯიმინის მეგობრებმა იციან
რომ ის ბისექსუალია, იციან რომ ქალებს უფრო ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ არ იციან, რომ ქმარი ჰყავდა. ჯიმინმა უბრალოდ საჭიროდ არ ჩათვალა რომ ეს მათთვის გაენდო. იციან რომ ჰყავდა ვიღაც, მაგრამ იმდენი არა რომ მათი ერთად ყოფნა ქორწინებამდე მივიდა.
ჯიმინი არ აპირებს ამის თქმას, თუ თავად ჯონგუკი არ გადაწყვეტს ამას.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now