18.

382 45 17
                                    

როცა ჯონგუკი ოთახში შევიდა, რა თქმა უბდა ჯიმინს ეძინა. მაგრამ მაშინ, როცა ბიჭმა საბანი გადააფარა, შეიგრძნო სითბო სხეულში, შემდეგ კი გაიგონა საყვარელი ხმა და ძალიან მოუნდა მისთვის ეპასუხა, ამიტომაც გაახილა თვალები და ბიჭს ახედა.

- გამასულელე? - წარბები შეკრა ჯონმა.

- არა, ახლახანს გამეღვიძა. - ჯიმინი მის გვერდით ჩამომჯდარი ჯონგუკის კალთისკენ მიჩოჩდა და მასში თავი ჩარგო.
- და დამეთანხმე, რომ სიმართლე ვთქვი. თავად მკრავ ხელს და პატარა ბავშვივით გამირბიხარ. თავად კეტავ საკუთარ თავს და არ აძლევ უფლებას გულს მიჰყვეს. უკვე აღარც იცი რეალურად რა გინდა. რეალურ შენ თავს რა უნდა. უბრალოდ შეწყვიტე ეს ბავშვური თამაშები და მომისმინე, ან უბრალოდ უფლება მომეცი რომ ახლოს მოვიდე. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. ხომ იცი რომ ეს ძალიან მინდა. ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ. - მან მაინც თქვა. დათმო თავისი სიამაყე და აღიარა, რომ ისევ უყვარდა. - შეხედე რა დამმართე. შენ თავს ყოველთვის ისე ახალგაზრდად მაგრძნობინებდი. დაკვირვებიხარ, როგორ მეღიმება როცა ჩემს ირგვლივ ხარ? ეს ყველაფერი მაგიჟებს. აღარ ვიცი სად ჯანდაბაში წავიდე. არ მინდა რომ გაგექცე. ვხვდები, რომ თუ მე არ გადმოვდგამ ნაბიჯს, ამას შენ არასდროს იზამ. მე ჩემი სიამაყე დიდი ხნის წინ მოგაბარე, ჯეონ. შენ ყოველთვის მაიძულებდი ვყოფილიყავი იმაზე უკეთესი, ვიდრე ვარ და ამას შენდა უნებურად აკეთებდი. ამას თავად მაგრძნობინებდი. შენ ჩემთვის ისევ მნიშვნელოვანი ხარ და ისევ ვღელავ შენზე. მე შენ მიყვარხარ, რადგან არ შემიძლია შენს გარეშე ცხოვრება. მე შენ მიყვარხარ დღეს და სიკვდილამდეც მეყვარები. თუ ამის შემდეგ იქნება შემდგომი სიცოცხლე, მაშინ მე ისევ შეგიყვარებ. იმედია იცი, რომ ყოველ ჯერზე, როცა გეუბნებოდი, რომ თბილად ყოფილიყავი, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყავი, კარგი დღე გაგეტარებინა ან ტკბილად დაგეძინა, ეს ყველაფერი იყო ნამდვილი სურვილები. მართალია, რომ ხშირად არ გეუბნებოდი სიტყვა 'მიყვარხარ' - ს, მაგრამ იმედია იცი, რომ ამას ყოველთვის გამოვხატავდი.
ამის დედაც! უკვე ყელში ამომივიდა ის ფაქტი, რომ ისევ ჩემს თვალთახედ ხარ, როგორც იქნა გიპოვე და არ შემიძლია შენთან ყოფნა. არ შემიძლია შენი ჩახუტება ან მოფერება, რადგან შენ შეიცვალე! შენ შეიცვალე და ჩემთან უხეშად ლაპარაკი დაიწყე.. - ის პაუზას აკეთებს. ჩამოგორებულ ცრემლებს იწმენდს და განაგრძობს. - იცი? როცა პირველად შენი რეზიუმე ვნახე და გასაუბრებაზე დაგიბარე, მართლა მთელი გულით მწამდა რომ ურთიერთობას დავალაგებდით. მართლა მინდოდა რომ გავრკვეულიყავით ერთმანეთში და მახარებდა ის ფაქტი, რომ ისევ გნახავდი. მაინტერესებდა შენი რეაქცია ჩემს დანახვაზე, მაინტერესებდა რას იზამდი, მაგრამ იმედები გამიცრუვდა, ამიტომ თავადაც ცივად მოქცევა დავიწყე.. მაპატიე.. მაპატიე, რომ გაწყენინე.. მაპატიე, რომ ოცნებები დაგიმსხვრიე.. თუ გეტყვი, რომ შენ იყავი ერთადერთი ადამიანი სამყაროში, ვინ მინდოდა რომ სულ გვერდით მყოლოდა, დამიჯერებდი?..

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now