23.

377 47 19
                                    

ჯონგუკი ფიქრობს, ფიქრობს და ფიქრობს. იცის რომ ჯიმინთან მისვლა ძალიან დიდი სისულელეა. ვერ ეტყვის რომ ასე მარტივად აპატია და ასე უცებ ვერ ჩაუხტება მკლავებში. საკუთარი თავის პატივისცემა და სიამაყე ყველას გვაქვს.

მოგვიანებით ის ზარს იღებს კომპანიიდან. ატყობინებენ რომ მისი პროექტი დასრულებულია და სთხოვენ შეამოწმოს. ამ ამბავმა ჯონი ისე გაახარა რომ ჯიმინი თითქმის გადაავიწყდა. მისი პირველი პროექტი დასრულდა, რაშიც სული და გული ჩადო. იმედი აქვს კლიენტს მოეწონება. როგორც დამქირავებელმა განაცახადა, ყველაფერი ჯონგუკის გემოვნებაზე იყო მინდობილი, მან მხოლოდ ესკიზები გადასცა, კლიენტი სიხარულით დასთანხმდა და მის ნამუშევარს ახლა უკვე დასრულებულს ნახავდა.

კარადაში ყველაზე ახალ ტანსაცმელს ქექავს, იცვამს და საჩქაროდ გადის ჯისუნგის ბინიდან.

- იუნგს. - ჯონგუკი გზაში იუნგის ურეკავს. - შეგიძლია რამდენიმე დღე შემიფარო? ჯისუნგს ვეკამათე და არ მინდა მის სახლში დაბრუნება. მინიმუმ ერთ კვირაში ბინას ვიქირავებ და აღარ შეგაწუხებ. - ჯონგუკი სიტყვებს ერთმანეთს აყრის.

- რამდენი დღეც გინდა დარჩი. კომპანიონი ნამდვილად მჭირდებოდა. თან მინდა ჯიმინის სიმღერა მოგასმენინო, რომელიც ყოველ მოსმენაზე მატირებს. - ჯონგუკი ამაზე იძაბება.

- საღამოს გესტუმრები მაშინ. - ღიმილით პასუხობს და ტაქსის გაჩერებას ცდილობს.

ნახევარ საათში დანიშნულების ადგილზეა. მისაღებში აბიჯებს და ხედავს მის კლიენტს, ხელს თავაზიანად უწვდის და კაციც მის ჟესტს ღიმილით პასუხობს.

- მშვენიერი გემოვნება გაქვთ, ბატონო ჯეონ. - მიმართავს კაცი.

- მიხარია თუ მოგეწონათ. - ღიმილით პასუხობს ბიჭი. მისი გულისცემა სიხარულისგან აჩქარებულია. მის სხეულში ბედნიერების ვულკანი იფრქვევა, რაც მთელს სხეულში იღვრება და ბედნიერების პატარ-პატარა კვალს ტოვებს თითოეულ უჯრედზე.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now