12.

352 39 6
                                    

- ჯონგუკ. - უღიმის ბიჭი და ჯონის სკამზე ინაცვლებს. - გამარჯობა.

- გამარჯობა. - კანფეტს კვნეტს და ჩხირს ნაგვის ურნაში აგდებს. - აქ საიდან?

- ამ ადგილას ხშირად მოვდივარ, როცა თავს მარტოსულად ვგრძნობ. - პასუხობს ბიჭი ღიმილით. - შენ?

- მეც მასე. - ფეხებს აჯვარედინებს და ცას უყურებს.

- სხვათა შორის, მადლობა.

- რისთვის? - ვერ ხვდება ჯონგუკი.

- რომ ჯიმინს არ უთხარი. - იმორცხვებს იუნგი და თმას ხელით ისწორებს.

- შენი აზრით ვეტყოდი : " ო, ჯიმინ, ის ჩემი ერთი ღამის სექს პარტნიორი იყო, მას შემდეგ მის ნახვას არ ვაპირებდი, მაგრამ შენი საუკეთესო მეგობარი აღმოჩნდა. " სერიოზულად გეგონა რომ ამას ვეტყოდი? - იცინის ჯონგუკი და ცას თვალს წყვეტს.

- ბატონი პაკით არ მოგიხსენიებია. - იუნგიმ მაინც დაიჭირა საეჭვო რამ. - სიმართლე მითხარი, ჯიმინთან რა გაკავშირებს. თქვენ რა.. - ის პირზე ხელს იფარებს, მაგრამ ჯონგუკი სხარტი" არა"-თი აწყვეტინებს.
ჯეონი დარწმუნებული არაა, არის თუ არა კარგი იდეა მინისთვის სიმართლის თქმა, რადგან პაკმა თავად არ უთხრა ერთ დროს.
ის წამით უყურებს, შემდეგ კი ეუბნება. - უბრალოდ, მისი ატანა არ მაქვს და ხანდახან აგდებულად ველაპარაკები.

- სამსახურში აუტანელია? - იკვირვებს იუნგი.
- მისი მონა ვგონივარ. - მწარედ ეღიმება. - ნუ, რას ვიზამ, ატანა მიწევს.

- გინდა დაველაპარაკო?

- არა! - ისევ სხარტად პასუხობს. - მერე ისევ კითხვებს მომაყრის, თუ შენთან რა კავშირი მაქვს.

- რაში აინტერესებს? გეჩალიჩება?- უცნაურად უღიმის. ეს ჯონგუკს თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს, მაგრამ მის სიტყვებზე ხმამაღალი სიცილი სცდება.

- კარგი რა, რატომ უნდა მეჩალიჩებოდეს, უბრალოდ აინტერესებს მისი "მონა" რატომ, როგორ და საიდან იცნობს მის საუკეთესო მეგობარს. - სათქმელის დასრულების შემდეგ ხმას ასერიოზულებს და ეკითხება. - მათ არ იციან რომ ბიჭები გიზიდავს და არა გოგოები, ხომ?

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now