15.

349 39 13
                                    

დილის 6-ზე იუნგი სამსახურში წავიდა და როცა დაბრუნდა 11 საათი იყო. ჯონგუკს ისევ ტკბილად ეძინა. მან უბრალოდ ოთახში შეიხედა, რომ დარწმუნებულიყო ბიჭის იქ ყოფნაში, შემდეგ გადაწყვიტა რომ არ გაეღვიძებინა და საჭმლის კეთებას შეუდგა.

მან ბიბიმბაპი გააკეთა.

ჯონგუკს ბიბიმბაპის სუნმა ცხვირის ნესტოებში მოუღიტინა და წამიერ სიზმრებში ჩაეფლო, სადაც ჯიმინი უმზადებს მას ბიბიმბაპს, შემდეგ კი ბიჭს ეძახის, რომ გემრიელად მიირთვას. წამიერი სიზმრის შემდეგ თვალებს სასწრაფოდ ახელს და საწოლზე ჯდება.
ოთახს ათვალიერებს. ჯისუნგის ბინა აშკარად არაა.
შემდეგ თვალებს ისრესს და ახსენდება წინა ღამით მომხდარი ამბები.

ის თეთრი წინდებისამარა გადის მისაღებში.

ხედავს იუნგის, რომელიც გაზქურასთან დგას და ბიბიმბაპს აკეთებს. ამაზე ჯონგუკს ეღიმება, თითქოს წამიერი ბედნიერება ჰპოვა. ხო, ის სულ იკიდებს იმ ფაქტს, რომ ერთხელ იუნგისთან ეძინა.

- გამარჯობა.

- სალამი. კარგად გეძინა?

- შესანიშნავად. მადლობა გუშინდელისთვის.

- მადლობა შენ, ნომერ პირველო ფანო. იმედია ბიბიმბაპი მოგწონს.

- მეხუმრები? ჩემი საყვარელი კერძია. მისი სუნი რომ არა კიდევ დიდხანს შეგაწუხებდი. - გაიცინა.

- ნუ სულელობ, საერთოდ არ მაწუხებ. პირიქით, სახლში სულ მარტო ვარ და მარტო ვჭამ. ახლა კი პარტნიორი მყავს. მიხარია.

- შეგვერგოს! - ამბობენ ერთდროულად და პირველ ლუკმას ითავსებენ პირის ღრუში.

- ჯიმინის გაკეთებულს ვერ შეედრება, მაგრამ საკმაოდ კარგია.

- რა? ჯიმინმა ბიბიმბაპი გაგიკეთა? ანუ?

- უი, ხმამაღლა ვიფიქრე. ნუუ.. - კეფა უხერხულად მოიქავა, არ იცოდა რა ეთქვა.

- მართლა ერთად ხართ? - იუნგიმ გაოცებისგან პირზე ხელი მიიფარა.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now