14.

337 32 10
                                    

ჯონგუკის ზარიდან 10 წუთში იუნგი უკვე ითევონის პარკში იყო.
მან ჭიშკრიდანვე დალანდა წითელ სასრიალოზე მჯდომი სხეული. ჩაეცინა და მისკენ წავიდა.

- გამარჯობა. რამე მოხდა? - ჯონგუკი კარგად არ გამოიყურებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა გაეგო რა მოხდა.

- არა. უბრალოდ სახლში ვერ გავჩერდი და სასეირნოდ გამოვედი.

- ბევრი კანფეტი გიჭამია. - მის ფეხებთან დაყრილ ქაღალდებზე მიუთითა თვალებით.

- ტკბილი მომინდა.

- თუ მოწევა?

- არ ვეწევი.

- როგორც გინდა. წავიდეთ? - ჯონგუკი დაეთანხმა და სასრიალოდან წამოდგა.

პარკის ტერიტორიის დატოვების შემდეგ მათ ბნელი ქუჩები გაიარეს.

- ითევონის ამ მხარეში არასდროს ვყოფილვარ. ბნელი ქუჩები და ღამის ცა იდეალურ კონტრასტს სძენს გარემოს.

- შენც ასე ფიქრობ? მიხარია. ჩემი ახლობლებიდან ერთდერთი ხარ ვისაც ასეთი ატმოსფერო მოსწონს. - თბილად გაუღიმა.

მალევე ისინი ერთ განცალკევებულ სახლს მიადგნენ ქუჩის ბოლოს, სადაც მხოლოდ ეს ერთი სახლი იდგა.

- ტიპიური ინტროვერტის ბუნაგი?

- ბუნაგი? კარგი სიტყვაა. მეც ასე დავარქმევდი. არ მიყვარს ხალხი, ამიტომ ხო, ის ჩემი ბუნაგია, ხალხისგან დასამალად აგებული.
კეთილი იყოს შენი მობრძანება მინ იუნგის ბუნაგში. - ის წინ გაუძღვა.

სახლს საკმაო ფართის ეზო ჰქონდა. თავად სახლი ორ სართულიანი იყო. მეორე სართულს აივანი ჰქონდა. ჯონგუკმა თითქოს ამ სახლის კომფორტულობა შიგნიდან შეიგრძნო.

- შენს შემდეგ. - კარი გაუღო იუნგიმ. ჯონგუკმა ფეხი ლამაზ მისაღებში შეაბიჯა.
იქაური ატმოსფერო ესიამოვნა.
სახლი ისე იყო მოწყობილი, რომ დღის შუქი მინიმალურ დონეზე შესულიყო.

- პირველ სართულზე მისაღები, სამზარეულო და სააბაზანოა. მეორეზე საძინებლები, ბიბლიოთეკა და მინ იუნგის პირადი სტუდია. ავიდეთ? - გააცნო სახლის სტრუქტურა, რადგან ბიჭი დაინტერესებული მოეჩვენა.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now