24.

326 48 58
                                    

შუაღამე იყო. პირველს უკვე კარგად გადაცილებული. გარეთ სასიამოვნო სიო უბერავდა, ამიტომ იუნგის ფანჯარა ღია ჰქონდა და სტუდიაში იჯდა. წინა ჩანაწერებს ამოწმებდა.
ყურსასმენები ეკეთა, სავარძელზე ოდნავ გაწოლილად იჯდა და თვალები დახუჭული ჰქონდა. ჯიმინის ნამღერს უსმენდა და წინადადებებს უღრმავდებოდა. თითოეულ სიტყვაში რაღაცას იჭერდა. რაღაც ნაპერწკალს. რაღაც სევდას. რაღაც ტკივილს. რაღაც გულგატეხილობას.

იუნგი ისე იყო სიმღერის მოსმენით გართული რომ ოთახში შემოსული ჯონგუკი ვერც კი შენიშნა. ჯონი მას ზემოდან დააცქერდა. იუნგიმ რამდენიმე წამის შემდეგ თვალები გაახილა და ადგილზე შეხტა. ჯონგუკს არ ელოდა. ცოტა შეეშინდა.

- მაპატიე, მეგონა ჩაგეძინა. 

- არა უშავს. შენ ხომ გეძინა?

- ხო, მაგრამ გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე. შეიძლება? - ყურსასმენზე მიუთითა. - ისეთი კონცენტრირებული უსმენდი რომ მგონი საინტერესო უნდა იყოს. - იღიმის. - იუნგი ყურსასმენებს იხსნის და ჯონგუკს აძლევს. ის თავზე ირგებს და იატაკზე კალათდება.

ჯიმინის სიმღერაა.
მისი ხმა მაშინვე იცნო.

Am I thе only one like this?
(მხოლოდ მე ვარ ასე?)

Are you okay if I'm with somеone else?
( სხვასთან ერთად თუ მნახავ, კარგად იქნები?)

Let's take it way back, slowly
Make it feel better, yeah, make it forever
( მოდი, ნელ-ნელა ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. უფრო ბედნიერები ვიქნებით. ჰო, ეს სამუდამოდ გაგრძელდება.)

Don't say it's okay
( ნუ იტყვი რომ არა უშავს.)

Said I'm alright, said I'll be fine
( ვთქვი რომ კარგად ვარ და კარგად ვიქნები.)

I'm sorry, they're all lies
( მაპატიე, ეს ტყუილია.)

Please don't leave
( გთხოვ ნუ წახვალ.)

Please don't go, so far away
( გთხოვ, ასე შორს არ წახვიდე.)

ამის შემდეგ ჯონგუკი ყურსასმენებს სასწრაფოდ იხსნის და ჯერ არ წამოსულ ცრემლებს არ აძლევს ჩამოსვლის უფლებას.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now