17.

367 44 7
                                    

ჯიმინი იწვა ოფისის იატაკზე და განძრევა არ უნდოდა. გრძნობდა როგორი გაბრაზებული, ნაწყენი და იმედგაცრუებული იყო ჯონგუკზე. იუნგის არ ადანაშაულებდა, პირიქით, მადლობელიც იყო რომ სიმართლე არ დაუმალა.
ახლა გასაგები იყო იმ დღეს რატომაც აარიდა ჯონგუკმა თავი პასუხს.

უკვე შუაღამე იყო, როცა წამოდგა და სასეირნოდ გასვლა გადაწყვიტა. მანქანა კომპანიის წინ დატოვა და გზას გაუყვა.

მიაბიჯებდა ბნელ ქუჩებში და რაღაცას ღიღინებდა.

თავში რამდენიმე სიმღერას ატრიალებდა და ცდილობდა ამით გონება განეწმინდა.

მან ერთ მარკეტს ჩაუარა, სადაც ლუდი იყიდა და ახლომდებარე პარკში შევიდა. ნუ, ეს პარკები რა.

ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და იგივე სიმღერის ღიღინი დაიწყო. თან ლუდის ქილა გახსნა და მოიყუდა.

- ეს ხომ მინ იუნგის სიმღერაა. - გაიგონა ნაცნობი ხმა და კვამლი ცხვირამდე მისწვდა. - მაპატიე, შემთხვევით შემოგაბოლე. - გაიგონა ბიჭის კისკისი.

- როდიდან ეწევი? - თავი ასწია და ჯონს შეხედა. ის დაიბნა. ბნელოდა ამიტომ ჯიმინის სახე აქამდე ვერ გაარჩია და იფიქრა რომ მორიგი გამვლელი იყო, რომელმაც საიდანღაც იუნგის სიმღერა იცოდა და გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა.
პაკის სახის დანახვისას ჯონგუკმა ამოიოხრა, ნახევარი სიგარეტი ასფალტზე ფეხით გასრისა და ჯიმინს მიუჯდა.

- გამომიჭირე. აი შენ კი სვამ. - შეხედა და თვალი თვალში გაუყარა.

- ჰო, ზოგჯერ ვსვამ. - აღიარა მან. - როდიდან ეწევი.

- განქორწინების შემდეგ. 1 წელია თავი დავანებე, მაგრამ ძალიან მომინდა და ვიყიდე. გინდა? - სიგარეტის სავსე კოლოფი გაუწოდა პაკს.

- არა, არ მომწონს მოწევა, არასასიამოვნო კვამლი და სუნი ტანსაცმელზე.

- რა თქმა უნდა, სიგარეტის სუნი თუ გექნება გოგოებს ვეღარ დაკერავ.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now