10.

407 44 26
                                    

- ბიბიმბაპი მოგეწონა? - ეკითხება ჯიმინი ბიჭს, როცა "შემთხვევით" ისიც აბაზანაში შედის კბილების გასახეხად.
ჯონგუკს მის აღნიშვნაზე ხველება სცდება. პაკი კმაყოფილი იღიმის.

- იყო რა. - თავს იბრუნებს ჯონგუკი და კბილის ჯაგრისს მაგრად აჭერს კბილს. - სხვათა შორის, აქ რა ჯანდაბას აკეთებ! - გვიან აანალიზებს რომ ორივე ერთიდაიგივე სააბაზანოშია.

- კბილებს ვიხეხ? - კითხვის ნიშნით უყურებს პაკი, თითქოს ვერ მიხვდა რაზე გააკეთა ჯონმა აქცენტი.

- რატომ აქ. ზემოთაც ხომ გაქვს სააბაზანო! - ხმას უწევს ჯონგუკი. ჯიმინის გამო თავს არაკომფორტულად გრძნობს. სააბაზანო საშუალო ზომისაა, მაგრამ თითქოს მის გამო ატმოსფეროში ჰაერი აღარაა, თითქოს ახლა გაიგუდება. ჯიმინი ზედმტად ახლოსაა.

- ზედა აბაზანაში ონკანი გაფუჭდა. - მხოლოდ ნახევრად ცრუობს ჯიმინი. რეალურად აბაზანაში მხოლოდ გამათბობელია გაფუჭებული.
ჯონგუკი რატომღაც მის სიტყვებს ნებდება და თითქოს არხეინად აგრძელებს კბილების ხეხვას.

  ჯიმინი თავის საქმეს ჯონგუკზე ადრე რჩება და ყველანაირად ზოზინობს. წყვეტს რომ ონკანი მოუშვას და ხელ-პირი დაიბანოს, მიუხედავად იმისა რომ როდესაც გაიღვიძა მაშინ დაიბანა ზედა სააბაზანოში.

სახეზე წყალს ისხამს. წყლის შხეფები ჯონგუკს ესხმება, რაც აკრთობს.

- მგონი შეგიძლიათ ცოტა სიფრთხილე გამოიჩინოთ, არა? - ამზერით უყურებს ბიჭს.

ჯიმინი იგივე მოძრაობას იმერებს. ამჯერად მისი გამჭირვალე თეთრი მაისური სველია. იგი ფრთხილობს, მაგრამ ბოლოს მაინც იხდის მაისურს და მის ფიგურას უჩვენებს სამყაროს.

სარკეში იყურება. ვითომ თავის თავს უყურებს, მაგრამ რეალურად ცალი თვალი ჯონგუკისკენაა გაპარული. სურს მისი რეაქცია დააფიქსიროს, მაგრამ რატომღაც ის არ რეაგირებს მასზე.

ჯიმინის სხეული განსხვავრბულია 4 წლის წინანდელი ჯიმინისგან. მისი სხეული ახლა უფრო ნავარჯიშებია და მის მუცელს ლამაზი 6 კუბიკი ამშვენებს.
მიუხედავად იმისა რომ ეს ჯონგუკის სუსტი წერტილია, ის მაინც არ თმობს თავს.
პირში წყალს იგუბებს, აფურთხებს და ისევ იგივეს იმეორებს. საბოლოოდ პირს იმშრალებს, სარკეში კბილებს უყურებს და სააბაზანოდან გასვლას აპირებს, როცა მის მარჯვენა ხელს ჯიმინი იჭერს.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now