2.

531 46 3
                                    

- დაბრძანდით, ბატონო ჯეონ.

- დგომას არც ვაპირებდი, ბატონო პაკ. - გამოეპასუხა ჯონგუკი და სავარძელში მოთავსდა.

- მე დაგტოვებთ, თქვენ მშვიდად ისაუბრეთ.  - ბატონმა კიმმა კაბინეტი დატოვა თუ არა ჯიმინი ჯონგუკის წინ გადაჯდა.

- კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს კომპანიაში, გუკი. - ამპარტავნულად უთხრა ჯიმინმა.

- ეს რამე ბოროტი ხუმრობაა ჯიმინ? და შენი გუკი დიდი ხნის წინ მოკვდა. ვგონებ, გახსოვს რის გამოც, არა? - ქვედა ტუჩი ჩატეხა და დაბნეულ ცხვირპირში შეხედა.

- მეტყობა რომ ვხუმრობ? - არ დაკარგა თავი პაკმა.

- ეს ხომ ძალით გააკეთე. - ჯეონმა ამოიოხრა.

- რას გულისხმობ? - ვითომ ვერ მიხვდა.

- ყველაფერს.

- ნუ გაწყრები, პატარავ. შენ ხომ სამსახურს ეძებდი, ხოდა საწუწუნო რა გაქვს.

- პატარა იმ ბოზს დაუძახე! - ხმას აუწია ჯონგუკმა.

ჯიმინმა ასეთ რეაქციაზე ჩაიღიმა და ბიჭის წვალება განაგრძო.

- ისევ ეჭვიანობ?

- ვეჭვიანობ? - ნერვიულად გაიცინა ჯონმა. - ეგღა მაკლია ვიღაც ბოზს შევადარო საკუთარი თავი და ვიეჭვიანო!

- ნუ მიბრაზდები იმის გამო რომ ყოფილ ქმარს დავეხმარე. - ჯიმინი მისკენ მიჩოჩდა და შეეცადა ბიჭი მკერდზე მიეხუტებინა, მაგრამ ჯონგუკმა ხელი ჰკრა და შეუბღვირა. - არც კი გაბედო! არც კი! მივდივარ! - სავარძლიდან ადგა და კაბინეტის კარი გაიჯახუნა.

- ხვალ დილის 9-ზე გელოდები, საყვარელო. - მიაძახა ღიმილით ჯიმინმა.

**

როგორც კი ჯონგუკმა ავტობუსამდე მიაღწია მაშინვე ჯისუნგს დაურეკა.

- გუკი, როგორ ჩაიარა?
მიგიღეს?

- ხო.

- და შენს ხმას რა სჭირს? - უკმაყოფილება შეატყო ბიჭს.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now