16.

379 40 19
                                    

4 წლის, 3 თვის, რამდენიმე საათის, კიდევ რამდენიმე წუთის და კიიიდევ რამდენიმე წამის წინ:

ჯიმინმა დილით სამსახურში გააცილა ჯონგუკი. მან უთხრა რომ ამაღამ არ დაბრუნდებოდა, რადგან მთელი ღამე მოუწევდა პროექტზე გათენება და სახლში მისვლას აზრი არ ჰქონდა. ჯიმინმა პატარა კოცნით გააცილა და უსაქმურად დაჯდა 4 საათმდე.

4 საათისკენ ერთ-ერთმა კოლეგამ დაურეკა და ერთად დალევა შესთავაზა. ჯიმინი მაინც მოწყენილი იყო სახლში, ამიტომ დასთანხმდა და მითითებულ მისამართზე შეხვდა მას.
ის ადგილი ღამის კლუბს უფრო წააგავდა, ვიდრე რესტორანს. ან იქნებ იმიტომ რომ მართლა ღამის კლუბი იყო?

მან ნაცნობი სახე მოძებნა ირგვლივ და მიესალმა.

- ყველაფერი რიგზეა, არა? - შეეკითხა ჯიმინი.

- რა თქმა უნდა. უბრალოდ პარტნიორი მჭირდებოდა და შენ გამახსენდი. თანაც ერთადერთი ხარ ვინც ახლა თავისუფალია. - უთხრა ღიმილით და სასმელი გაუწოდა.

- ეს რა არის?

- ტეკილა. სხვა რამ გინდა?

- იყოს, დავლევ.

-მე ვიხდი. არ მოგერიდოს. - ჯიმინმა არაფერი უპასუხა და ტეკილა მოიყუდა. - ოო, კარგია. ანუ კარგად სვამ.

- აჰ, დიდი ხანია უკვე არ დამილევია. ჩემი ქმარი ვერ იტანს ალკოჰოლს და სახლშიც არ გვაქვს ხოლმე. - რა თქმა უნდა ჯიმინს არ ეშინოდა ან მალავდა იმას რომ ქმარი ჰყავდა და ბიჭები მოსწონდა. პირიქით, ამას თამამად აცხადებდა და გარშემომყოფები სულ არ აინტერესებდა. მთვარი ის იყო რომ ჯონგუკთან თავს ბედნიერად და ლაღად გრძნობდა.
მისმა კოლეგებმაც რა თქმა უნდა იოცნენ რომ დაქორწინებული იყო და ქმარი ჰყავდა, მაგრამ მაინც იყო რამდენიმე, ვინც ეარშიყებოდა. გოგოც და ბიჭიც.

  კლუბში ზედმეტად ხმამაღალი მუსიკა იყო. გამაღიზიანებელი ფერადი ნათება პირდაპირ სახეზე ურტყამდა. ჯიმინი უკვე გრძნობდა რომ დათვრა და თითქოს ვეღარც აზროვნებდა საღად. იმდენად დათვა რომ ვერც კი შეამჩნია როგორ ეფერებოდა და კანს უწოვდა ქალი.
შემდეგ ვერც კი შეამჩნია თუ როგორ ჩასვა იმავე ქალმა ტაქსში, როგორ ააყვანინა მძღოლს სახლამდე და შემდეგ ოთახამდე. მერე საწოლზე როგორ დააგდო და ბლა ბლა ბლა. შემდეგ იცით რაც მოხდა.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now