ბონუსი

456 48 29
                                    

ჯონგუკი მიაბიჯებდა თეთრ მისაღებში, სადაც თეთრი კედლები და უზარმაზარი ფანჯრები იყო, რომელზეც თეთრი გამჭირვალე ფარდები ლამაზად ფრიალებდნენ სასიამოვნო ნიავის გამო.

- არის აქ ვინმე? - იძახის ის, მაგრამ თავისივე ექო უბრუნდება. - ცოტა არ იყოს მეშინია. - ამბობს თავისთვის და მისაღების ბოლოში გადის.

- გუკი, შენ მოხვედი. - ესმის ნაცნობი ხმა. - აქ კიდევ დიდხანს არ გელოდი, პატარავ. რატომ გააკეთე ეს? - ჯიმინის სიტყვების გამო ჯონგუკს ცრემლები წამოსცვივდა და ჩაიკეცა.

- ჯიმინ.. - ტირის ის. ჯიმინი სამზარეულოდან გამოდის და მისკენ მიდის. ჯონის წინ იმუხლება და იღიმის. - სულელო. - მის გვერდით ჯდება და ნებას რთავს მისი თეთრი ზედა ცრემლებით დაასველოს. - ხომ იცი რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა.

- შენ დამტოვე. რას ელოდი ჩემგან.. მე მართლა ვეღარ გავუძლებდი პატარავ..

- ტკივილი დროსთან ერთად გაივლიდა.

- არა ჯიმინ, შენ ცდები. ეგ ფრაზა უბრალოდ ერთი დიდი სისულელეა, რომელიც ხალხმა შეთხზა. უბრალოდ არ მესმის როგორ შეგეძლო ჩემი დატოვება, უნდა ბოლომდე გებრძოლა.

- მაპატიე პატარავ. - შუბლზე კოცნის და თმაზე ფერებას განაგრძობს.

- არ იცი ახლა როგორი ბედნიერი ვარ. შენს გარდა დასაკარგი ისედაც არავინ და არაფერი მქონდა, ამიტომ ბედნიერი ვარ რომ ცხოვრება თვითმკვლელობით დავასრულე. - ის გულწრფელად იღიმის. ბოლო ნახევარი წელია რომ არ გაუღიმია, ან გაუცინია ახლა ინაზღურებს. ჯიმინისკენ იწევს და ტუჩებს აერთებს. - სიგიჟემდე მომენატრე.

- მეც მომენატრე.

- აწი მართლა ვეღარსად წახვალ.

- ვერც შევძლებ პატარავ.

***

ჯონგუკის სხეულს გამთენიისას პოულობენ. ის მდინარიდან ამოჰყავთ, მაგრამ მისი სხეული უკვე გაყინული და უსიცოცხლოა. მის სახეზე კი ისეთი ლამაზი და ცოცხალი ღიმილია აღბეჭდილი, რომ პოლიციის ოფიცრის გრძნობებამდე აღწევს.

- ალბათ შეხვდა იმ ადამიანს ვის გამოც გადაწყვიტა სუიციდის ჩადენა. - ამბობს ის დაბალი ხმით. - ოჯახს შეატყობინეთ.

________

პატარა ბონუს თავი, სადაც საიქიოში ერთმანეთს მაინც შეხვდნენ✨

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now