25.

410 43 28
                                    

წვიმს. ძალიან მაგრად წვიმს. წვიმა ფანჯრებს წყლით ასველებს, ოთახი კიდევ უფრო ბნელდება და ჩანან მხოლოდ ეს ორი, რომლებიც ლამის ერთმანეთს შეერწნან.

ჯიმინი  ბიჭს თავისკენ იზიდავს და ხარბად აცხრება ტუჩებზე. მთელ სულს დებს კოცნაში, გრძნობს როგორ ისვება ნეკნებს შორის სიცარიელე, დაგლეჯილი გული ტიტანის ფენით იფარება, ძალას ისრუტავს, რომელსაც ის ანიჭებს, იმისგან ვის წინაშეც ნებაყოფლობით დაიჩოქა,
საკუთარი თავი უბოძა და მასთან ბოლომდე მიუშვა.

ჯონგუკი მხურვალედ პასუხობს, ეკიდება, ფეხქევშ მიწას ვეღარ გრძნობს პაკის კისერზეა ჩამოკიდებული. მსოფლიოში ის მისი ერთადერთი სისუსტეა, რომელსაც დღემდე ვერ უწევს წინააღმდეგობას. პაკი მას ისე მაგრად ეხუტება, ისე ძლიერად, რომ გათავისფულების შემდეგ ჯონგუკი დიდხანს გრძნობს ხელების ანაბეჭდებს საკუთარ თავზე.

- ჯონგუკ.. - ჩურჩულებს პაკი პირდაპირ ტუჩებში პროტესტის ნიშნად, მაგრამ თვითონვე ვერ ახერხებს მოშორებას.

ჯიმინის ხელი უკვე ჯონგუკის პერანგის ქვეშაა. ანაბეჭდებს ტოვებს შიშველ მუცელზე მაგრამ ჯონგუკს მეტი უნდა! ჯანდაბაში უშვებს გონებას, რომელიც ყვირის, რომ იუნგის სახლში არიან, უახლოვდება და საკუთარ თავს მთლიანად უძღვნის. ჯონგუკი დამშეულია მის გამო, მაგრამ ის ერთადერთი არ არის, რომელიც ამ სიტუაციაშია. გრძნობს ჯიმინის თვალებში სურვილი როგორ ალდება. ცეცხლი მისი თვალების ბოლოში. ეს ყველაფერი ჯონგუკს მხოლოდ იმას უმტკიცებს, რომ პაკი შიმშილის დაკმაყოფილების გარეშე არ გაუშვებს, არ მოასვენებს!

ჯიმინი წინ იხრება, ქვედა ტუჩს კბილებით იჭერს, უშვებს, იმეორებს. აწვალებს. ტუჩებით ტუჩებზე ეხება, ენას ატარებს მათზე, მაშინვე უკან იხევს, იცდის. პაკს შეხებაზე მეტი უნდა, მაგრამ ტუჩებში ხარბი კოცნის და კბენის სურვილის გამო შეგნებულად წელავს დროს, თავს ზღვარს უყენებს, რომ ზედმეტი არ მიქაროს, თავის მხეცს აკავებს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისაა პირველი, რომელიც ტყდება და მეორის ტუჩებს ეწაფება. სასტიკად ტანჯავს მათ, ღრძილებზე ქაოტურად ამოძრავებს ენას, კბილებს იყენებს, ენას წოვს. დომინანტობას თავად იღებს ხელში და მონატრებულ ტუჩებს აწამებს. სველად და ვულგარულად კოცნიან, თითქოს ერთმანეთს შეჭამენ. იუნგის მისაღებს ველური კოცნის ხმებით ავსებენ. ჯონგუკი ხელებს კისერზე ჰხვევს, ცხელად პასუხობს.

Ex husband turned BOSS Where stories live. Discover now